მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ორი ინტერვალური -16:8-ზე და 18:6-ზე შიმშილობის ეფექტურობა

მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ორი ინტერვალური -16:8-ზე და 18:6-ზე შიმშილობის ეფექტურობა

ილინოისის უნივერისტეტის მეცნიერებმა შეადარეს ორი სხვადასხვა ინტერვალური დიეტის ეფექტურობა. აღმოჩნდა, რომ ორივე დიეტის (20:4-ზე და18:6-ზე) შედეგი იდენტურია. კვლევა ჟურნალ Cell Metabolism-ში გამოქვეყნდა.

ინტერვალურ ანუ ე.წ. წყვეტილ შიმშილობას უწოდებენ კვების მიღებას დროში განსაზღვრულ ინტერვალებში. კერძოდ, კვებისთვის გამოიყოფა კონკრეტული დროითი „ფანჯრები“ დღის განმავლობაში. ეს გახლავთ განზოგადებული ტერმინი, რომელიც დიეტის სხვადასხვა სახეს მოიცავს და რომელიც წონის კლებისთვის არის გამიზნული. ამ დროს, დღე-ღამის განმავლობაში გამოიყოფა „მშიერი“ და „კვების“ საათები შემდეგი შეფარდებით - 16:8-ზე, 18:6-ზე და 20:4-ზე, რა დროსაც, მაგალითად, მხოლოდ 8 საათის განმავლობაში იღებ საკვებს, 16 საათის მანძილზე კი - არა. ამ სამ დიეტას შორის, ყველაზე გავრცელებულია 16:8-ზეა.
ილინოისის უნივერისტეტის მკვლევარებმა შეადარეს 20:4-ზე და 18:6-ზე დიეტები, რომელშიც 58 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ექსპერიმენტი 8 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ორივე ტიპის ინტერვალური შიმშლობა საკმაოდ ეფექტურია და განსხვავება მიღებულ შედეგს შორის უმნიშვნელოა. კერძოდ, ორივე ჯგუფში მონაწილეებმა დაკარგეს სხეულის საერთო მასის 3% და ერთნაირად გაუუმჯობესდათ უჯრედების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ.

ჩვენმა კვლევამ უჩვენა, რომ დღის განმავლობაში უფრო გრძელი ინტერვალი და საკვებისგამ თავის შეკავება, ვიდრე 16:8-ზეა, უკეთეს შედეგს არ იძლევა“ - აცხადებს კრისტა ვარადი (Krista Varady), კვლევის თანაავტორი.

ილინოისის უნივერისტეტის მკვლევარები აპირებენ კვლევის გაგრძელებას უფრო ხანგრძლივ დროით მონაკვეთში, რათა შედეგი უფრო თვალსაჩინო გახადონ.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST