რატომ არ უნდა დავიცვათ დიეტა ანუ კვების „არადიეტური“ სტილი

რატომ არ უნდა დავიცვათ დიეტა ანუ კვების „არადიეტური“ სტილი

სიმსუქნის ზღვარი როგორც საქართველოში, ისე დასავლეთში მცხოვრები საშუალო ასაკის ადამიანებში 1980-ანი წლებიდან გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. და ეს მას შემდეგ, რაც მაღალი ენერგეტიკული ღირებულების საკვები გახდა პოპულარული. 

სწორედ ამან გამოიწვია დიეტის ახალი ტრენდის გამოჩენა და ადამიანები ხშირად არაჯანსაღ გზას მიმართავენ წონაში დასაკლებად.
სამწუხაროდ, საკუთარი თავისთვის საყვარელი საჭმლის აკრძალვით და წამების ტოლფასი ვარჯიშებით დაკლებული კილოგრამების შედეგად მიღებული სასურველი წონა მდგრადობით არ გამოირჩევა. ხშირად ვიღებთ წონაში კლებისა და მატების ციკლს, რასაც საკუთარი სხეულის ბევრად უფრო დიდად აღქმა და ისეთი ფსიქიკური დარღვევები ახლავს თან, როგორებიცაა დეპრესია და მუდმივი მღელვარება.
გარდა ამისა, არასწორ დიეტას სხვადასხვა კვებითი დარღვევებიც მოჰყვება, მათ შორის, გულისრევა.

კვების „არადიეტური“ სტილი:

დიეტური რეჟიმები, უმრავლეს შემთხვევაში, წონის მატებისკენ უფრო მიდრეკილებს გვხდის, რასაც სხეულის დეფორმაციამდეც მივყავართ.
კვების არადიეტური, ინტიუტიური სტილი წონაში კლების ნატურალურ და ჯანსაღ მიდგომას გვთავაზობს.
ესენია:


•  მოუსმინე შენს სხეულს;
  ჭამე როცა გშია, და შეჩერდი, როცა სისავსეს იგრძნობ;
  დაუთმე ჭამას ყურადღება, გამორიცხე კვება ტელევიზორთან ან კომპიუტერთან;
  იარე ფეხით ყოველდღიურად, თუმცა არ დატანჯო საკუთარი თავი ვარჯიშით;
  მიაღწიე შენს ბუნებრივ, წონასა და ფორმას;
  საყვარელი საკვების რაციონიდან ამოღებაზე უარის თქმით, აღარ მოგიწევს გამუდმებით ჭამაზე იფიქრო.

არადიეტური კვების სტილით წონაში კლება ჯანსაღი ცხოვრებისა და კვების სინონიმი გახდება და არა მისი ანტონიმი. ამ გზით საკუთარი სხეულით კმაყოფილი იქნებით, კარგ ხასიათზეც დარჩებით და ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ.

კვლევამ, რომელმაც დიეტური და არადიეტური ცხოვრების სტილი ერთმანეთს შეადარა, დაადგინა, რომ ადამიანები, რომლებიც არადიეტურ კვების სტილს მისდევდნენ, უფრო მრავალფეროვან საკვებს იღებდნენ, იყვენ კარგ ფსიქიკურ და ფიზიკურ კონდინციაში, ჰქონდათ მეტი ენერგია, უკეთესი თვითშეფასება და უკეთესი ხასიათი.

როცა ვწყვეტთ გამუდმებულ ფიქრს წონაში დაკლებაზე, ვექცევით საკვებსა და ჩვენს თავს სიყვარულით, სხეული თავისით იწყებს საკუთარი თავის დარეგულირებას და ავტომატურად ვაღწევთ სასურველ, ჯანსაღ წონას.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST