როგორ გატყუებენ გინეკოლოგები - სკანდალური ინტერვიუ ცნობილ ექიმთან

როგორ გატყუებენ გინეკოლოგები - სკანდალური ინტერვიუ ცნობილ ექიმთან

ამ ინტერვიუს შესახებ ქართველ ექიმებს თავისი აზრი ექნებათ. არადა, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის, გინეკოლოგ დიმიტრი ლუბნინის მოსაზრებებს რუსეთში საკმაოდ თამამს უწოდებენ.

- გინეკოლოგების უმეტესობა, ძალიან ამუქებენ რეალობას და აშინებენ თავიანთ პაციენტებს. ხშირად, ექიმის ვიზიტის შემდეგ ქალები გაფართოებული თვალებით და ერთადერთი კითხვით გამოდიან: რა დავაშავე ასეთი და სად ავიკიდ ეს? არადა, სინამდვილეში არც ისე რთულადაა საქმე! ექიმთან მიღების დროს აღმოჩენილი ნახევარზე მეტი დაავადება საერთოდ არ საჭიროებს მკურნალობას. ჩვენს ქვეყანაში არის სამი რამე, რაზეც მთელი მსოფლიო იცინის. ჩვენ გვაქვს დიაგნოზი დისბაქტერიოზი, ჩვენთან მკურნალობენ საშვილოსნოს ყელის ეროზიას და საუბრობენ ფეხმძიმობის შენარჩუნებაზე პირველი ტრიმესტრიდან. არადა, ამას არც ერთ ცივილურ ქვეყანაში არ აკეთებენ.
- მოდით, დეტალურად აგვიხსენით, რომელი ქალური დაავადებები არ საჭიროებს მკურნალობას?
- საშვილოსნოს ყელის ეროზია, ეს არის მდგომარეობა, რომელსაც არსად მსოფლიოში ხელს არ ახლებენ. გამონაკლისია მხოლოდ ორი სიტუაცია. პირველი, თუ ქალს აქვს ზედაპირული სისხლძარღვები დაზიანებული, რაც სქესობრივი აქტის დროს სისხლდენას იწვევს. ამ დროს ეროზირებული ზონის მოწვა ხდება. მეორე სიტუაციაში ეპითელიუმი დიდ რაოდენობის ლორწოს წარმოქმნის და გამონადენი ჭარბია. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ხდება საშვილონოს ყელის ციტოლოგიური ანალიზი, მისი შეფასება და მორჩა! არადა, კლინიკების წლიური ბრუნვა, რომლებიც საშვილოსნოს ყელის ეროზიის მკურნალობით არიან დაკავებული საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ, ეროზია თითქმის ყველა ქალს აქვს.
ასევე ავღნიშნავდი ურეაპლაზმიის და მიკოპლზმიის მკურნალობას. ეს ტრაბზიტორული მიკროორგანიზმებია, ანუ ისინი პერიოდულად ცხოვრობენ როგორც მამაკაცის, ისე ქალის სასქესო გზებში. ისინი სრულიად უხიფათოა და არ იწვევენ არც უნაყოფობას და არც სხვა რაიმე სახის გართულებებს.
- და ამ ყველაფერს ჩვენი ექიმები მკურნალობენ?
- მკურნალობენ ძალიან მძიმე და ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მრავალი დღისა და თვეების განმავლობაში. არ არის საჭირო ადამიანის პაპილომა ვირუსის მკურნალობა. ის არ იკურნება. არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი პრეპარატი, რომელიც მასზე ზემოქმედებას ახდენს. ამ დროს პაპილომავირუსს მკურნალობენ ანტივირუსული პრეპარატებით, იმუნომოდულატორებით, წვეთოვნებით, ნემსებით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ პრეპარატების უმრავლესობას საერთოდ არ გაუვლია არანაირი სერიოზული კლინიკური გამოკვლევა და არავინ არ იცის, მათი ზემოქმედების შედეგები.
- საშვილოსნოს მიომებზე რას გვეტყვით?
- საშვილონოს მიომებს ექიმები ძალიან რადიკალურად და ხისტად მკურნალობენ. ჩვენთან ძალიან ხშირად გამოიყენებენ ქირურგიულ ჩარევას - საშვილოსნოს მოშორებასა. ამ დროს, მთელ რიგ შემთხვევებში ოპერაცია არ არის საჭირო. დაფეხმძიმებაც კი შეიძლება ამ დროს. კიდევ ერთი საინტერესო დაავადება. უფროსწორედ, დაავადება კი არა, არამედ საშვილოსნოს მდგომარეობა - ეს არის საშვილოსნოს ყელის კისტა. აბსოლუტურად უვნებელი პატარა ბუშტუკები, რომლებიც წარმოიშვება საშვილოსნოს ყელზე სადინრების დაცობის შედეგად. მათ ხსნიან ოპერირების შედეგად. ჩვენთან ცდილობენ ყველა კისტა ოპერირებით მოაშორენ დროზე ადრე. არსებობს კისტების კატეგორია, რომლებიც თვითონ იწოვებიან ერთ თვეში. არ არის საჭირო საკვერცხეების 2 სანტიმეტრზე ნაკლები ენდომეტრიოდული კისტების ოპერირება. ამ დროს თვითონ ოპერაცია უფრო დამღუპველი საკვერცხეებისთვის, ვიდრე თავად კისტა. ჩარევის შედეგად საკვერცხე ხშირად კარგავს თავის აქტიურობას. ასევე არ არის საჭირო საშვილოსნოს ყელის იარისებური დეფორმაციის მკურნალობა, ანდა იგივე მშობიარობის შემდგომი მცირე ჩახევების.
- არ გეშინიათ კოლეგების განსჯის? საკმაოდ თამამ განცხადებებს აკეთებთ?
- ჩვენ ექიმები ვართ და არა შარლატანები. როგორ „დავაყაჭინოთ“ პაციენტს მეტი ფული? ეს არის ჩვენი მოვალეობა? ეს დანაშაულია.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST