დირკ ჯენშურა: ნიჭიერ ქართველებს წამყვანი პოზიციები უნდა გეჭიროთ მსოფლიო მედიცინაში

დირკ ჯენშურა: ნიჭიერ ქართველებს წამყვანი პოზიციები უნდა გეჭიროთ მსოფლიო მედიცინაში

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელი ქსპერტი ლაპარასკოპიული ონკოქირურგიაში დირკ ჯენშურა საქართველოს დიდი გულშემატკივარია. წლების წინ, თბილისის ონკოლოგიურ ცენტრთან მეგობრული ურთიერთობების დამყარების შემდეგ, იგი სიამოვნებით სტუმრობს და თავის პროფესიულ გამოცდილებას უზიარებს ქართველ კოლეგებს. 

- ბატონო დირკ, მერამდენე ვიზიტია ეს თქვენი საქართველოში?
- მესამე ვიზიტი და ყოველ ჯერზე, გაოცებული ვარ აქაური სტუმართმოყვარეობით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პროფესიული ვიზიტებია, იმდენად დადებითად ვიმუხრები, რომ სამუშაო და დასვენება ერთად გამომდის. ამდენი სითბოსა და სიყვარულის მიღება რელაქსია პირადად ჩემთვის.

- როგორც ვიცი, აქ ოპერაციებს ატარებთ?
- მოდით ასე ვთქვათ - მე ვეხმარები ქართველ ექიმებს, რომლებიც ისედაც თავისი საქმის პროფესიონალები არიან. უბრალოდ, ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას და ერთად ვცდილობთ დასავლური სტანდარტების მორგებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევას. იმასაც გეტყვით, რომ ეს ჩემთვისაც გამოცდილებას წარმოადგენს. ერთი სიამოვნებაა, ჩემს ქართველ კოლეგებთან და უკვე მეგობრებთან ერთად მუშაობა და პროფესიული გამოცდილების გაზიარება.

- სამომავლო გეგმები როგორი გაქვთ?
- საქართველოსთან მიმართულებით თუ გულისხმობთ, აუცილებლად გავაგრძელებ თქვენთან სტუმრობას და ყოველთვის მოხარული ვიქნები ამ კლინიკასთან მეგობრული თანამშრომლობით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ონკოლოგიური ცენტრი სისტემატურად ამკვიდრებს დასავლურ სტანდარტებს. კარგი იქნება, თუ მათი მისწრაფება სამაგალითო გახდება ყველა კლინიკისთვის, ვინაიდან ქართველები ნიჭიერი ხალხი ხართ და ყველა რესურსი გაქვთ, რომ ევროპაში წამყვანი მედიცინა გქონდეთ.

- ამისთვის ჯერ დრო და მუშაობაა საჭირო?
- გეთანხმებით. გერმანიასაც ასე უცებ არ მიუღწევია თავისი წამყვანი მოზიციისთვის მსოფლიო მედიცინაში - დიდი სამუშაო გავწიეთ ამისთვის. ამ გზას დარწმუნებული ვარ საქართველოც გაივლის და თან, ბევრად მოკლე ხანში.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST