რა სიხშირითაა დასაშვები გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენება

რა სიხშირითაა დასაშვები გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენება

გადაუდებელი კონტრაცეფცია, არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან აცილებაში, უამრავ ქალს ეხმარება. მათი არსებობის შესახებ ძალიან ბერმა იცის, თუმცა ყველა მათგანს არ აქვს ინფორმაცია, როგორ გამოიყენოს ის სწორად.

უახლესი კვლევების თანახმად, ზოგიერთი ქალი მას რეგულარულად იყენებს.

როდის უნდა მივიღოთ გადაუდებელი კონტრაცეპტივი?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს აბები მხოლოდ "სასწრაფო დახმარებისთვის" გამოიგონეს - დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან ასაცილებლად. თუ არც სპირალით სარგებლობთ, არც ორალურ კონტრაცეპტივებს იღებთ და არც კონდომი ან სხვა საშუალება გამოგიყენებიათ, მაშინ ეს ერთადერთი გზაა, რათა საქმე აბორტამდე არ მივიდეს.

ეს აბები ჰორმონებს ბევრად უფრო დიდი დოზით შეიცავს, ვიდრე სტანდარტული კონტრაცეპტივები, რაც, თავისთავად, ნიშნავს, რომ მისი რეგულარულად გამოყენება დაუშვებელია.

გარდა ამისა, ეს ამბები ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე თავდაცვის სხვა საშუალებები. თუ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი შემთხვევით პარტნიორთან გქონდათ, ბევრად უკეთესია კონდომი გამოიყენოთ და თუ მაინც გადაუდებელ კონტრაცეფციაზე მიდგა საქმე, მოგიწევთ სქესობრივად გადამდებ ინფექციებზე გამოკვლევა ჩაიტაროთ.

და ბოლოს, ერთ თვეში ამ აბების რამდენჯერმე მიღების შემთხვევაში, შესაძლოა მენსტრუალური ციკლის დარღვევებმა იჩინოს თავი.

სასურველია ეწვიოთ თქვენს გინეკოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ, თქვენთვის მოსახერხებელი კონტრაცეპტივის შერჩევაში.

რაც შეეხება გადაუდებელ კონტრაცეფციას, აჯობებს ის მხოლოდ გეგმა B იყოს - თუ უკვე გქონდათ დაუცველი სქესობრივი კავშირი, მიიღეთ ეს აბები მაქსიმუმ 72 საათში, რადგან ამ ოქროს დროის გასვლის შემდეგ ის ეფექტური აღარ იქნება.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST