პაციენტები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ექიმთან მკურნალობენ - დიდხანს ცხოვრობენ. ხსენებული კვლევა გამოქვეყნებულია ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში BMJ. ეს პირველი სისტემატიური ანალიზია, რომელიც სიკვდილიანობის მაჩვენებელსა და უწყვეტ სამედიცინო მომსახურებას შორის კავშირს ადასტურებს, ანუ თუ რა შედეგი დგება, როდესაც პაციენტები დიდი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე ექიმთან მკურნალობენ.
იგივე კვლევის თანახმად, ეგრეთწოდებული, სამედიცინო დახმარების უწყვეტობა დაკავშირებულია რიგ უპირატესობებთან - ამ დროს პაციენტები ბევრად ყურადღებით ეკიდებიან ექიმის რეკომენდაციებს, ხშირ შემთხვევაში მიდრეკილნი არიან გაიარონ ვაქცინაცია და მიჰყვნენ პროფილაქტიკურ რჩევებსა. შესაბამისად, უფრო იშვიათად ხვდებიან სტაციონარულ მკურნალობაზე.
ვინ არიან სპეციალისტები წმინდა ლეონარდის კლინიკიდან, რომლებმაც მთელი რიგი სამეცნიერო სამუშაოები ჩაატარეს ბრიტანულ ექსეტერსა და ექსეტერის სამედიცინო სკოლის უნივერსიტეტში.
ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ცნობილი ექიმი დენი პერეირა გრეი, რომლის განცხადებითაც პაციენტებმა კარგად იციან რამდენად მნიშვნელოვანია ექიმის რჩევა და რამდენად მარტივია მასთან კომუნიკაცია. ადრე ექიმის არჩევა პაციენტის კომფორტის საკითხი იყო, ხოლო ახლა ნათელია, რომ ეს ეხება მთლიანად სამედიცინო მომსახურეობას, ანუ ეს სიკვდილ-სიცოცხლის თემაა.
პროფესორი ფილიპ ევანსი, ექსეტერის სამედიცინო სკოლის უნივერსიტეტიდან ამბობს რომ სამედიცინო მომსახურეობის უწყვეტობა გულისხმობს ექიმისა და პაციენტის მუდმივ შეხვედრებს, რის შედეგადაც ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს, რაც აუმჯობესებს კომუნიკაციას მათ შორის. ამის შედეგად პაციენტი უფრო ხშირად არის კმაყოფილი მომსახურეობით, ისმენს ექიმის რეკომენდაციებსა და უფრო იშვიათად უწევს საავადმყოფოში დაწოლა.
„სამედიცინო ახალ ამბებს ხშირად ყურადღება გადააქვს ახალ სამედიცინო ტექნოლოგიებსა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე, ხოლო ადამიანურ ფაქტორს სამედიცინო პრაქტიკაში უგულველჰყოფენ. ჩვენი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ადამიანურ ფაქტორს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა და ამიტომაც უნდა იყოს პრიორიტეტული“ - აცხადებს პროფესორი ევანსი.
კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტისა და (ერთი და იმავე) ექიმის მუდმივი კონტაქტი ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებლს. ეს შედეგი ვლინდება მრავალ კულტურაში და ეს ეხება არა მხოლოდ ოჯახის ექიმებს, არამედ ვიწრო პროფილის სპეციალისტებსაც, მათ შორის ქირურგებსა და ფსიქიატრებს.
მიმოხილვაში გაანალიზებული იყო 22 კვლევის შედეგი, სხვადასხვა დროის ჩარჩოში, დალაგებული ყველა კრიტერიუმის შესაბამისად. კვლევები განსხვავებული ტრადიციებისა და ჯანდაცვის სისტემის მქონე 9 ქვეყანაში ჩატარდა, მათგან 18-მა კვლევამ, ანუ 82 %-მა აჩვენა, რომ რეგულარული კონტაქტი ერთსა და იმავე ექიმთან სიკვდილიანობის მაჩვენებლის საგრძნობლად ამცირებს.