ექიმთა საქმე-როგორ დავიცვათ ექიმები თავდასხმისგან

ექიმთა საქმე-როგორ დავიცვათ ექიმები თავდასხმისგან

ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ კუჭავამ და „Georgian doctors“- ის დირექტორმა, სალომე ლოლუამ ბრიფინგი გამართეს, თემაზე : როგორ ხდება ქართველი ექიმების დევნა.


„Georgian doctors“- ის დირექტორი, სალომე ლოლუა :
- ქვეყნებს და კლინიკებს არ დავასახელებ, ბოლო დროს ძალზედ გახშირდა ცილისმწამებლურ და არასწორ კონტექსტში ქართველი მედპერსონალის მოხსენიება. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დავიცვათ ქართველი ექიმების სახელი და ღირსება, რადგან ექიმები ამას მარტო ვერ მოახერხებენ.


-რამდენად ინფორმირებულები არიან ქართველი ექიმები და პაციენტები მათი უფლებების შესახებ ?

- ჩვენს ქვეყანაში არის განსხვავებული მდგომარეობა, სხვა ქვეყნებთან შედარებით. აქ პაციენტი უფრო ინფორმირებულია საკუთარი უფლებების შესახებ, ვიდრე ექიმი. ამასთან დაკავშირებით პირველი კვლევა ჩატარდა, სახალხო დამცველის აპარატის მიერ და კვლევის შედეგად, ექიმთა უმრავლესობა ამბობდა, რომ ყოველდღიურ პრაქტიკაში მნიშვნელოვანია საკუთარი უფლებების ცოდნა. ასევე კანონმდებლობის იმ ნორმების ცოდნა, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს სამედიცინო მომსახურეობის პროცესში. თუმცა მათმა უმრავლესობამ იქვე დასძინა, რომ საკუთარი უფლებების შესახებ არ იცის.

-თქვენის აზრით, ცალკეული ფაქტების გამომზიურება ახდენს თუ არა ექიმთა დისკრედიტაციას ?

- ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურად ტრიალებს თემები სამედიცინო გადაცდომებზე და საკუთარი ჯამრთელობის დაცვის პროცესში დაზარალებული პაციენტის საკითხებზე. ამ შემთხვევების გამომზიურება, მიმართულია კონკრეტული ექიმების დისკრედიტაციისაკენ. საკმაოდ რთულია სადერმარკაციო ხაზის გასმა, სად არის ექიმი კომპეტენტური მის საქმიანობაში, სად ჰქონდა ადგილი გადაცდომას ან არაკომპეტენტურობას.

-რა კეთდება იმისათვის რომ ექიმის და პაციენტის უფლებები იყოს დაცული ? 

- შეიქმნა და იქმნება პროფესიული ასოციაციები, რომლებიც განიხილავენ კონკრეტულ საკითხებს. ეს საკითხები გადაეცემა დამოუკიდებელ ექსპერტებს და იწერება საერთო დასკვნა. იგივე ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ვეღარ წყვეტენ ექიმის პროფესიულ ბედს. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დაიცვას ექიმის უფლებები, არ შეიძლება ექიმი იყოს შიშის, შანტაჟის, ემოციური ზეწოლის ობიექტი, რადგან ეს პირველ რიგში ანგრევს ჯანდაცვის სისტემას და მოქმედებს მის ხარისხზე. ჩვენ ძალიან მოგვწონს დასავლური მედიცინა, მაგრამ იგივე ამერიკას უფლებადამცველობით სეგმენტში არ ვბაძავთ. ამერიკაში შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, რომელიც მიმართულია მორწმუნე მედიკოსების უფლებების დაცვისაკენ. იქ უკვე სეგმენტურად არის დაყოფილი მედპერსონალთა უფლებები. ამ დეპარტამენტს ეწოდა „რწმენისა და სინდისის, თავისუფლების კომიტეტი’’ და მიმართულია დაიცვას ის მედპერსონალი, რომელიც საკუთარი მრწამსიდან გამომდინარე უარს ამბობს გარკვეული მანიპულაციის ჩატარებაზე, მაგ. აბორტი და ა.შ. კარგი იქნება თუ ჩვენი სახელმწიფო მიბაძავს მათ. ჩვენს კანონმდებლობაში კონკრეტულად არის გაწერილი პაციენტის უფლებები, მწირია კანონები ექიმთა უფლებების შესახებ, ამიტომ ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პარლამენტს ინიციატივით.


ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ვლადიმერ კუჭავა :
- ჩვენ თუ მედიცინის ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ექიმი ყველა ეპოქაში თავდასხმის ობიექტი იყო. ეს პირველ რიგში განაპირობა ავადმყოფის მოტივაციამ, რომ ის იყოს ჯამრთელი. მთავარი მიზეზი ექიმზე დავდასხმისა არის მისი დაუცველობა. ექიმი როგორც, პროფესიონალი წარმოადგენს უნიკალურს. დაწყებული ანტიკური ხანიდან, როდესაც ჰიპოკრატემ შემოიტანა ცნება „ექიმის ფიცი“-ის, რომელიც იყო ექიმის პროფესიონალიზმის განუყრელი ნაწილი. იყო პერიოდი საბჭოთა ისტორიაში, როდესაც გაჩნდა ფრაზა „შავი ლაქები თეთრ ხალათებზე“ , „ექიმთა საქმე“ და 70-80-იან წლებში ექიმები გახდნენ თავდასხმის ობიექტები. გარდა ამისა მინდა გაგახსენოთ 90-იანი წლები, როცა პრაქტიკულად საქართველოში ცხოვრება შეწყდა და ერთადერთი პროფესია, რომელიც ასრულებდა თავის დანიშნულებას იყო ექიმი. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც შეიარაღებული თავდასხმები მიმდინარეობდა ექიმებზე. ექიმისგან მოითხოვდენ ნარკოტიკულ საშუალებებს, უანგარო დახმარებებს. ექიმებში ნებსით თუ უნებლიედ გაჩნდა გრძნობა, რომ ის უნდა იყოს მომსახურების სფერო. არა დახმარების, არამედ მომსახურეობის სფერო, რომელმაც ვეღარ გაითავისა თავისი უფლებები. შესაბამისად ადვილად დასაჩაგრი გახდა და დღემდე იგივე გრძელდება. ნებისმიერი ადამიანი, ოჯახის წევრებთან ერთად ითხოვს გადარჩენას, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მისი დახმარება შეუძლებელია. მნიშვნელოვანია პაციენტი და ოჯახის წევრები იყვნენ სრულყოფილად ინფორმირებულნი, რომ ექიმი ღმერთი არ არის და ყველა შემთხვევაში ადამიანს ვერ გადაარჩენს. პირველყოვლისა გამოსავალი არის ექიმის განათლებაში. ექიმი უნდა იყოს თავის ქმედების სისწორეზე პასუხისმგებელი.


-რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისათვის, რომ ექიმის უფლებები იყოს დაცული ?

- მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზა იყოს აყვანილი ისეთივე დაცულობის დონეზე, როგორც ნებისმიერი სხვა. როდესაც, ექიმს წაუყენებენ ბრალს, რომ მან შეცდომა დაუშვა, ჯერ წაყენებული ბრალი სხვა ექიმებმა და სამედიცინო კომისიამ უნდა დაადასტუროს. არ უნდა იყოს შეუმოწმებელი ფაქტების მშრალი გადმოცემა მედიის საშუალებით. უახლოს წარსულში, 78 წლის ბატონი, რომელსაც ჰქონდა ნაწლავის კიბო, ექიმს უჩიოდა, რომ მან ოპერაციის დროს ამოუღო თირკმელი, იმისათვის, რომ ეს ორგანო გაეყიდა. რომელი ექიმი იტყვის იმას, რომ სიმსიმნიანი თირკმელი, ვარგისია ტრანსპლატაციისთვის. ეს ხომ აბსოლუტურად შეუმოწმებელი ფაქტი იყო, რომელიც მედიამ გაავრცელა და ექიმს უდიდესი მორალური, პროფესიული ზიანი მიაყენა.


-დგას თუ არა ქართველი ექიმების განათლება კითხვის ნიშნის ქვეშ ?

- ვერ ვიტყვი, რომ ქართველ ექიმებს განათლება აკლიათ. ჩვენ გავიზარდეთ ისეთ ეპოქაში, როცა არ გვქონდა შესაბამისი ტექნოლოგიები და ამიტომ იძულებულები ვიყავით ამის კონპენსირება გაგვეკეთებინა ცოდნით. როდესაც ჩვენ დიაგნოზს ვსვამდით რენტგენით, აუსკულტაციით, მაშინ ევროპაში დიაგნოზს სვავდნენ კომპიუტერული ტომოგრაფიით. ეხლა ეს საშუალება საქართველოში ექიმებს აქვთ, მაგრამ ის განათლებაც შერჩათ.

მარიამ მუმლაური


გაზიარება
კომენტარები
POST
POST