5-დან ორ ექიმს მილიონი დოლარის ოდენობით კაპიტალი აქვს

5-დან ორ ექიმს მილიონი დოლარის ოდენობით კაპიტალი აქვს

ხსენებული ციფრი ეყრდნობა სტატისტიკურ მონაცემებს, რომლის დროსაც გამოკითხულ იქნა რამოდენიმე ათასი ექიმი ყველა მიმართულებით.

შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ექიმთა უმრავლესობას - 58%-ს მილიონი დოლარის აქტივები აქვს. 20 000 ექიმის გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ 36%-ს გააჩნია ერთიდან ხუთ მილიონ დოლარამდე აქტივები, ხოლო 5%-ს 5 მილიონ დოლარზე მეტი აქტივები.

2018 წლის მონაცემებით, ექიმთა საშუალო ხელფასი (წელიწადში) 299 000 დოლარია.

გამოკითხვებით ასევე დადგინდა, რომ პლასტიკური ქირურგების პირადი კაპიტალი დაახლოების 2 მილიონი დოლარია.
5 მილიონ დოლარზე მეტი კაპიტალი ძირითადად დერმატოლოგებს აქვთ, რომელთაც ორთოპედები და გასტროენტეროლოგები მოყვებიან.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა ექიმების კაპიტალი არც ისე მაღალია. ამ უკანასკნელთ, დიდი რაოდენობით კრედიტები და ვალები აქვთ. 35 წლამდე ექიმთა 96 %-ის კაპიტალი მილიონ დოლარზე ნაკლებია.
რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას - მილიონ დოლარზე მაღალი პირადი კაპიტალი მამაკაც ექიმთა 47%-ს აქვს, ხოლო ქალების რიცხვი 31%-ზე მაღალი არ არის.

სტუდენტური სესხი - მძიმე ტვირთი

საშუალო სამედიცინო სკოლის გადასახადი 199 000 დოლარზე მეტია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ექიმთა უმრავლესობა თავისი კარიერის დიდ ნაწილს ამ სესხის დაფარვას უთმობს. მათი 46% სესხს 35-49 წლამდეც კი იხდის.
სტუდენტური სესხის ხანრძლივი დაფარვის მხრივ უროლოგები და ოჯახის ექიმები ლიდერობენ. მათ მოჰყვებიან სასწრაფო დახმარების ექიმები. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი გასტროენტეროლოგებს აქვთ.

პათოლოგანატომები - ყველაზე კარგი დამგროვებლები

პათოლოგანატომთა უმრავლესობის შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ბევრად მეტია. მათ მერე დგანან - ოფთალმოლოგები, პულმონოლოგები და ანესთეზიოლოგები მოდიან.
ყოველი მესამე ექიმი თვეში 2 000 დოლარს ქირასა და სწავლის გადასახადში ხარჯავს. მხოლოდ ექიმთა 13%-ს არ უწევს ყოველთვიურად მსგავსი გადასახადების გადახდა. რა თქმა უნდა, არიან მედიკოსები, რომელთა თვიური გადასახადი 2 000 დოლარზე ბევრად მეტია. ისინი 50-64 წლის ექიმთა ჯგუფს მიეკუთვნებიან.
რაც შეეხება ფინანსურ დანაკარგებს, მსგავსი რამ ექიმთა 75 %-ს გასულ წელს არ განუცდია.

ხსენებული კვლევა ამერიკაში მომუშავე მედიკოსებზე ჩატარდა, ცდომილება ±0.69%-ია.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST