ფაგები საქართველოში - მსოფლიომ ახლა აღიარა

ფაგები საქართველოში - მსოფლიომ ახლა აღიარა

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Novartis-მა განაცხადა, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ სუბერბაქტერიასთან ბრძოლაზე მუშაობის დაწყებას აპირებს. გასულ კვირას, ეს ფარმაცევტული კომპანია ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ კვლევებზე ალაპარაკდა.

სუპერბაქტერიებზე სულ უფრო და უფრო მეტი მედიკოსი საუბრობს. ექიმებმა ახლახან გააფრთხილეს მსოფლიო სექსუალურად გადამდებ ინფექციაზე, რომელიც, რომელიც შესაძლოა, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული გახდეს, გამოიწვიოს მენჯის ღრუს ანთებითი პროცესები და უნაყოფობა ქალებში.
2017 წელს ქალი გარდაიცვალა ბაქტერიით, რომელმაც 26 განსხვავებულ ანტიბიოტიკს გაუძლო.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიები შეიძლება შეგხვდეს სუპერმარკეტებში ნაყიდ ხორცშიც


ცხოველთა პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით აქტიურად იყენებენ ანტიბაქტერიულ საშუალებებს, შედეგად, ცხოველის ხორცი შეიცავს რეზისტენტულ შტამებს, რომლებსაც მომხმარებელსაც გადასცემს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს სურსათის უვნებლობის სააგენტოებს, ამ საკითხს მეტი ყურადღება დაუთმონ.

რამ გამოიწვია სუპერბაქტერიის აფეთქება?

სხვადასხვა წამლების, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება, კლიმატის ცვლილება, ცხოვრების სტილი, ხელის დეზინფექციის საშუალებები და სხვა ანტისეპტიკური ნივთიერებები სხეულს მიკრობებისადმი გამძლეობას უსუსტებს. ანადგურებს კარგ ბაქტერიებსაც და რაც უფრო ნაკლები სასარგებლო ბაქტერია რჩება ადამიანის ორგანიზმში, მით უფრო რთულდება საზიანო ბაქტერიასთან გამკლავება.

ადამიანებს სხვადასხვა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა დროდადრო უვლინდებოდათ, თუმცა ფარმაცევტული კომპანიები, სანაცვლოდ, ახალ ანტიბიოტიკს ქმნიდნენ... თან ისეთს, რომელიც რეზისტენტულ ბაქტერიას დაამარცხებდა, თუმცა ბოლო 15 წელია ეს მეთოდი ეფექტურობასა კარგავს, ვინაიდან ანტიბიოტიკები დროდადრო კარგავენ მოქმედების უნარს.

ივლისის დასაწყისში მკვლევარებმა ევროპის მოლეკულური ბიოლოგიის აკადემიაში, სხვადასხვა ანტიბიოტიკების კომბინირების გზით, დაამარცხეს სუპერბაქტერია სასარგებლო ბაქტერიის დაზიანების გარეშე, თუმცა ეს მეთოდი ყოველთვის არ ამართლებს.

შესაძლოა, კომბინირებულმა ანტიბიოტიკმა ანტიბიოტიკი, კონკრეტულ დროს, სრულიად უმოქმედო გახადოს.

მეცნიერთა ნაწილი ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ რეალურ გზად ფაგოთერაპიის განვითარებას მიიჩნევს.
ფაგები სპეციფიკური ვირუსებია, რომლებიც აინფიცირებენ და ანადგურებენ მხოლოდ კონკრეტულ ბაქტერიებს. მრავლდებიან იქ, სადაც მათი საკვებია. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ისინი არსებულ გარემოს ტოვებენ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, როგორც კი სამიზნე ბაქტერია გამოილევა, ფაგი ორგანიზმიდან გამოდის. ყველა სახეობის ფაგი მხოლოდ განსაზღვრული სახეობის ბაქტერიით იკვებება. ურთიერთობის ასეთი სპეციფიკიდან გამომდინარე, ფაგს სხვა ტიპის უჯრედისთვის ზიანის მიყენება არ შეუძლია, მაშასადამე, სრულიად უვნებელია ორგანიზმისთვის.
ანტიბიოტიკი კი ძირითადად, სასარგებლო და საზიანო ბაქტერიას ვერ ასხვავებს და ორივეს თანაბრად ებრძვის.

მართალია, მსოფლიო მკვლევარები ფაგოთერაპიას ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტულ მეთოდად მიიჩნევენ, თუმცა ეს მიმართულება საქართველოში წინა საუკუნიდან ვითარდება.

აღსანიშნავია, რომ როგორც ფაგებს ისე სხვა მეთოდებს ხანგრძლივი კვლევები სჭირდება, სუპერბაქტერიასთან ბრძოლის საკითხში, თუმცა მსოფლიო ჯერჯერობით, სათანადოდ არ აფასებს საფრთხეს და კვლევებისთვის საკმარისი რაოდენობით დაფინანსება არ გამოიყოფა.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST