ცნობილი ადამიანების ფობიები

ცნობილი ადამიანების ფობიები

ფობია რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიშია. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება. ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანია სხვადასხვა ფობიით შეპყრობილი, მათ შორის გამონაკლისებს არც ცნობილი ადამიანებიარ წარმოადგენენ. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ყველასთვის ცნობლი პიროვნებების აკვიატებულ შიშებს.

ვუდი ალენი, ყველასათვის ცნობილი რეჟისორი _ იგი საკმაოდ არაორდინალური შიშების მქონეა, მაგალითად, ნათელი ფერების შიში, ცხოველების შიში, ასევე ეშინია ლიფტის, არაქისის კარაქის სასაზე აკრობის, მწერების შიში და ა.შ.

კომიკურია, თუმცა, ფობიები ისეთ უდიდეს ფსიქოანალიტიკოსსა და ფსიქიატსაც ჰქონდა, როგორიც ზიგმუნდ ფროიდია. მას ეშინოდა გვიმრისა და ტყვიების, ასევე ადამიანებისთვის თვალებში შეხედვის.

ნაპოლეონ I _ ბონაპარტს შეიარაღებული რევოლუციის მოწყობისა და ბრძოლაში ჩაბმის არა, მაგრამ კატების პანიკური შიში ჰქონდა, ისევე როგორც იულიუს კეისარსა და ჰიტლერს.

ჯორჯ ვაშინგტონს , რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ცოცხლად დამარხვის შიში ჰქონდა.

სტივენ კინგს პანიკურად ეშინია ფრენის, შავი კატებისა და რიცხვის „13''- ის

როგორც ჩანს, გარკვეული ფობიებით ისტორიაში ყველაზე მამაცი ადამიანებიც კი იტანჯებოდნენ, ასე რომ, ,,საშიში არაფერია''.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST