ფსიქიატრებმა დიაგნოზი დაუსვეს „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ პერსონაჟებს

ფსიქიატრებმა დიაგნოზი დაუსვეს „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ პერსონაჟებს

ერთ-ერთი ვერსიით, ლუის კეროლის ცნობილი ნაწარმოები „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მე-19 საუკუნის ფსიქიატრიულ ცნობარად.

ხსენებულ წიგნს სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ვიღაცისთვის ეს საბავშვო ზღაპარია, ზოგისთვის - გონების რთული თამაში და ცნობილი მათემატიკოსის რებუსების კრებული. თუმცა, ერთ- ერთი ვერსიით, „ალისა....“ შეიძლება ჩაითვალოს მე-19 საუკუნის ფსიქიატრიულ ცნობარად, როგორც Open Culture იტყობინება.
ცნობილია, რომ ლუის კეროლის ბიძა მუშაობდა სულიერად დაავადებულთა სახლების მეთვალყურედ. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ბიძის მონაყოლმა ამბებმა შთააგონეს მწერალი აღეწერა შეშლილთა სამყარო თავის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. როგორც რიგი ექსპერტებისა მიიჩნევს, წიგნის ყველა პერსონაში სულიერად დაავადებულია. ალისა, მაგალითად, აშკარად შიზოფრენიით იტანჯება, წითელი დედოფალი - პარანოიით, ჩეშირის კატას კი ბიპოლარული აშლილობა აქვს.
დიაგნოზები - „პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა“, „ტურეტის სინდრომი“ და „ ნარცისიზმის სიმპტომები“ კეროლის ეპოქაში არ ისმებოდა, არადა, აღწერილი სიმპტომები თითქმის ყველა პერსონაჟს ახასიათებს წიგნიდან „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST