რა სქემით კონტროლდება ფსიქოტროპული პრეპარატები აფთიაქებში

რა სქემით კონტროლდება ფსიქოტროპული პრეპარატები აფთიაქებში

2014 წელს, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული, ერთობლივი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, კუსტარული ნარკოტიკების - ე.წ. „კრაკადილის", „ვინტის" და „ჯეფის" მოხმარება დაახლოებით 99%-ით შემცირდა. 2014 წელს შს სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონის ძალაში შესვლის შედეგად კი ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება დაახლოებით 90%-ით არის შემცირებული.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2013 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ერთ-ერთ ავტორიზებულ აფთიაქში საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს. ჩატარებული ღონისძიებისას პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის შეძენა ფორმა N2 რეცეპტის გარეშე მოხდა. გამოვლენილი ფაქტის საფუძველზე, აღნიშნულ დაწესებულებაში ფარმაცევტული საქმიანობის შემოწმება დაიწყო.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST