აკადემიკოს ფრიდონ თოდუას 9 იანვარს 74 წელი შეუსრულდებოდა

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას 9 იანვარს 74 წელი შეუსრულდებოდა

ფრიდონ თოდუას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. 2016 წლის თებერვალში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და თოდუას კლინიკური მედიცინის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც დღემდე წარმატებით ემსახურება როგორც დევნილი მოსახლეობის, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფრიდონ თოდუას საფლავზე მივიდნენ და ცნობილი ექიმისა და აკადემიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST