ქართველი პაციენტების უმეტესობა უცხოეთში მკურნალობას  არჩევს

ქართველი პაციენტების უმეტესობა უცხოეთში მკურნალობას არჩევს

ჯანდაცვის სამინისტრომ შესაძლოა განსახილველად აიღოს იმ ე.წ. შუამავალი კლინიკების საქმე, რომლებიც კურირებას უწევენ საქართველოდან პაციენტების უცხოეთში გადინებას როგორც სადიაგნოსტიკოდ, ისე სამკურნალოდ და საოპერაციოდ. არასამთავრობო ორგანიზაცია „პაციენტთა უფლებების დაცვის“ მიერ შეჯერებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქართველი პაციენტების მიმართვიანობა თურქეთში გაზრდილი 2,3 %-ით, გერმანიაში 1.1 %-ით, საფრანგეთში სტაბილურად იგივე რჩება და ისრაელში შემცირებულია 19%-ით.
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ყველაზე დიდი მიმართვიანობა (ონკოლოდაავადებების სეგმენტში) კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტს აქვს. ამ საკითხის გასარკვევად ინსტიტუტის ხელმძღვანელს პროფ. გია ნემსაძეს მივმართეთ.
- წლიდან წლამდე იზრდება ქართველ პაციენტების უცხოეთში გადინება. რა არის მიზეზი?
- ამის მიზეზი შესაძლოა ფართო მასების არასწორი ინფორმირებაა.
- გასაგებია, მაგრამ იმდენ ინფორმაციას მაინც ფლობენ, რომ კარგად გათვალონ ხარჯები, რომლის გადახდაც უწევთ და რომელიც საქართველოში არსებულ ფასებს მინიმუმ 8-ჯერ მაინც აღემატება. თანაც, საზღვარგარეთ წასულ პაციენტებზე ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება არ ვრცელდება?

- მაინც იგივე რჩება პასუხი. იმდენი საშუალებებია დღეს საქართველოში სადიაგნოსტიკოდ, რომ საკმარისზე მეტია. შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს. არავითარი უპირატესობა, არავითარი უკეთესი აღჭურვილობა, არავითარი მეტი გონებრივი პოტენციალი იგივე იმ თურქეთში არ დევს. არც მტერიალურ ტრექნიკურუ ბაზა აქვთ ჩვენზე უკეთესი და არც ექიები ექიმები ჰყავთ ჩვენზე გამორჩეული. რაც არის იქ, ის არის აქაც.
- მაშინ განსხვავება რაშია?
- განსხვავება არის მატრაკვეცობაში. საერთოდ რაც უფრო ნაკლები გაქვს ტვინი, მით უფრო მეტ ფულს იხდი.
- იქნებ მიზეზი ის გახლავთ, რომ საქართველოში ონკოლოგიურ პაციენტთა უმეტესობას ოპერირებას ურჩევენ?
- ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, ჩვენს ინსტიტუტში 40 000-მდე პაციენტი რეგისტრირდება წლის განმავლობაში. აქედან, ოპერაცია უკეთდება დაახლოებით ორი ათასამდე. დანარჩენი არის ობსერვატიული მკურნალობა, ან საერთოდ არ სჭირდება მკურნალობა.
- ასევე, ქირურგიული ჩარევის დროს, იგივე საზღვარგარეთ ძირითადად გამოიყენება ლაპარაკოსკოპია, რასაც უპირატესობას ანიჭებენ ქართველი პაციენტები ? ჩვენთან ყველას დანის ქვეშ აწვენენ...
- ვერ დაგეთანხმებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ონკოლოგიაში ოპერაციები უნდა ჩატარდეს მხოლოდ ღია წესით. ონკოქირურგიაში ლაპარასკოპიის ან სხვა ენდოსკოპიური მეთოდების გამოყენება არის ელემენტალური უპასუხისმგებლობა და საქმისადმი დაუდევარი მიდგომა. შესაძლოა, ნაღვლის ბუშტის ოპერაციის დროს ლაპარასკოპია იყოს ეფექტური, მაგრამ, სიმსივნეების დროს ქირურგის ხელებს არ უნდა დაუკარგო ფუნქცია. დღესაც მიღებულია ყველა სფეროში „ჰანდ მადე”, ჩვენ კი, რატომღაც, ვცდილობთ, ეს ნაწილი განვდევნოთ ქირურგიიდან.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST