„რომელმა არაადამიანმა გადაწყვიტა ამ ბავშვების ტრანსპორტირება სხვა კლინიკებში“

„რომელმა არაადამიანმა გადაწყვიტა ამ ბავშვების ტრანსპორტირება სხვა კლინიკებში“

„სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის“ თავმჯდომარე, პროფ. გიორგი ჩახუნაშვილი მკვეთრად აკრიტიკებს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას ირ. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის კოვიდ-ცენტრად გადაკეთების შესახებ და მას უგუნურს უწოდებს.

სწორედ ამის შესახებ გააკეთა მან განცხადება „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ყრილობაზე 24 ოქტომბერს.

ირაკლი ციციშვილის სახ. ბავშვთა ახალი კლინიკა" ერთ-ერთი საუკეთესო პედიატრიული კლინიკაა, სადაც ფუნქციონირებს პედიატრიის სხვადასხვა დარგობრივი ცენტრები - ენდოკრინოლოგიის, ნეფროლოგიის, ქირურგიის და ა.შ. გამოვყოფ პერინატალოგიის და ნეონატალოგიის ცენტრს, სადაც წვანან 1 თვემდე ბავშვები და რეანიმაცია-ინტენსიურ თერაპიას, სადაც ასევე აპარატზე მიერთებული პატარა პაციენტები იმყოფებიან. რომელმა არაადამიანმა გადაწყვიტა ამ ბავშვების ტრანსპორტირება სხვა კლინიკებში ან საერთოდ როგორ ანგრევთ ამ კლინიკაში შესანიშნავად აწყობილ სამედიცინო სერვისებს და პედიატრიის სხვადასხვა მიმართულების უძლიერეს სკოლებს. ყოველივე ამის შექმნას ხომ დიდი დრო დასჭირდა.
რატომ ართმევთ ბავშვებს ამ კლინიკას, როდესაც პედიატრიული რაენიმაციის საწოლების დეფიციტია ისედაც...
იმის მაგივრად, რომ ცარიელ კლინიკებში გაეკეთებინათ კოვიდცენტრები (მაგალითად, ახალ აშენებული, უზარმაზარი კლინიკა ლუბლიანას ქუჩაზე და ასევე უზარმაზარი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომლის გარემონტებაც შეეძლოთ 7 თვის განმავლობაში) ანგრევენ აწყობილ მრავალპროფილურ პედიატრიული კლინიკას. რატომ?
ჯანდაცვის მთლიანად განადგურება გადაწყვიტეთ? სანამ გვიან არ არის, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს.

რამდენჯერ გავახმიანე — „პედიატრიულ საწოლებს ხელს ნუ ვახლებთ-აწყობილ სერვისებს ნუ შევეხებით", მაგრამ, როგორც ვუყურებ მაინც არ შეჩერდა ეს პროცესი. მაშინ მაქვს მწვავე კითხვები:  ვინ აგებს პასუხს უმძიმესი ბავშვების ძალიან რთული პროცესზე, კერძოდ მათ ტრანსპორტირებაზე? მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც 3-4 კვირაში მკვეთრად მოიმატებს ე.წ. „გრიპების სეზონის" დაავადებები? რომელი ბავშვთა კლინიკებია გამოყოფილი, ასეთ დატვირთვებს რომ გაუძლოს... წინა წლებში, სეზონური გრიპების დროს, ისედაც დიდი დატვირთვები და ძლივს აუდიოდა ამას პედიატრიული სამსახური კლინიკებში. . როგორ გადანაწილდება სხვადასხვა სერვისები და როგორ არიან ამისათვის მზად მიმღები კლინიკები დამატებითი ასეთი სერვისების შესრულებისათვის.

წინ დიდი გამოცდა გველის . ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST