ბოლომდე პაციენტებთან იყვნენ, შვილები ბებია-ბაბუასთან გაუშვეს

ბოლომდე პაციენტებთან იყვნენ, შვილები ბებია-ბაბუასთან გაუშვეს

სოფიას და ანტონიოს ისტორიამ მთელი იტალია შეძრა. სოფია მედდად, ანტონიო კი სანიტრად მუშაობდა ჰოსპიტალში. ეპიდემიის აფეთქებისთანავე მათ ბებიას და ბაბუას დაუტოვეს ორი შვილი - კარა და ლია, ვინაიდან დღე და ღამ პაციენტებთან უხდებოდათ მუშაობა. შვილებს არ ნახულობდნენ, რათა ვირუსი არ გადასდებოდათ.

პირველი ანტონიო დასნებოვნდა, თუმცა ცოლი ამას არ შეუშინებია. კვლავ განაგრძობდა საავადმყოფოში პაციენტების მოვლას. ერთი კვირის შემდეგ, სოფიასაც შეეყარა ვირუსი. ვინაიდან საავადმყოში არ იყო თავისუფალი საწოლი, მათ კი გარკვეული გამოცდილება ჰქონდათ ავადმყოფების მოვლის, გადაწყვიტეს სახლში, თვითიზოლაციის პირობებში გასულიყვნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მათ დაურეკეს და უთხრეს, რომ საავადმყოფოში განთავისუფლდა ერთი საწოლი, მაგრამ ცოლმა კატეგორიულად არ ისურვა ქმრის დატოვვება.

სამწუხაროდ, ვერც ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სუნთქვის აპარატი, რომელიც ორივეს დასჭირდა სახლში ვერ ექნებოდათ. როდესაც სასწრაფო მოვიდა და მოხერხდა სტაციონარში მათი გადაყვანა, გვიან იყო.

ფოტო, ანტონიოს დასნებოვნებამდე რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული. ალბათ, ვერც ერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს მათი ბოლო კოცნა იყო.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST