WHO - გსურთ სამუდამოდ იცოცხლოთ? თქვენთვის კარგი სიახლეა

WHO - გსურთ სამუდამოდ იცოცხლოთ? თქვენთვის კარგი სიახლეა

გსურთ სამუდამოდ იცოცხლოთ? თუ ასეა, თქვენთვის კარგი სიახლეა - უკვდავებას ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო შეხვედრაზე იელის ნეირომეცნიერმა, ნანედ სესტანმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მკვდარი ღორის ტვინის რეანიმაცია წარმატებულად განახორციელა.
კერძოდ, მკვდარი ღორი მათ ხელოვნური სისხლის გადასხმიდან 36 საათში გააცოცხლეს.
სასტანმა აღიარა, რომ ღორებს გაცოცხლების შემდეგ მათ ცნობიერება არ დაბრუნებიათ, თუმცა დასძინა, რომ ამის აღდგენა შესაძლებელია.
მისივე განცხადებით, აღნიშნული ტექნიკა პრიმატებზეც იდენტურად იმუშავებს, მათ შორის ადამიანებზეცო.
მიუხედავად ამისა, მაინც საკითხავია, შეძლებს ჩვენი სხეული სიკვდილის შემდეგ გადარჩენას? ღირს ამ ტექნიკის გამოყენება?
სიმართლე რომ ვთქვათ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე ჯერ ძალიან ადრეა და შესაძლოა, მომავალშიც, ბევრ ეთიკურ საკითხთან წინააღმდეგობაში მოვიდეს.

თქვენი გონება ხაფანგშია

იმ შემთხვევაშიც კი თუ ცნობიერების აღდგენა მოხერხდა, ჩვენი გრძნობებისა და გამოცდილების დამახსოვრებისა თუ ინტერაქციის უნარის დაბრუნება ამ ტექნიკით ვერ მოხერხდება.
უკეთეს შემთხვევაში, თუ ამ ტექნიკით გაცოცხლებას მოისურვებთ, ახალი სიცოცხლის გატარება საკუთარ ფიქრებთან მოგიწევთ, რადგან გარესამყაროსთან კონტაქტის გარეშე ცხოვრება ჯოჯოხეთი იქნება დედამიწაზე.
ფილოსოფოსმა და ნეირომეცნიერმა ანტონიო დამასიომ განმარტა, რომ ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანის შემთხვევაში, გონება და სხეული ერთმანეთთან ინტერაქციაშია - ყველა კუნთი და ნერვი დაკავშირებულია ტვინთან და ძალიან ბევრი ქიმიური თუ ელექტრული სიგნალი ერთმანეთთან უკუკავშირს ყოველ წამს აწარმოებს.
ამ ე.წ. „ფიდბექის“ გარეშე, ორგანიზმის ჩვეულებრივი ფუნქციონირება შეუძლებელია.

როგორი იქნება ასეთი სიცოცხლე?

ფილოსოფიური მოძღვრებების თანახმად, ის რაც ჩვენ „ჩვენად“ გვხდის, ჩვენს ორგანიზმთან ერთად კვდება - მაშინაც კი, თუ ტვინი გაცოცხლდება.
ასე რომ, მეხსიერებისა და პიროვნულობის შენარჩუნების შემთხვევაშიც, თქვენ საკუთარი სხეულის დუბლიკატი იქნებით.
ყველაფერთან ერთად, აუცილებელია, რომ ტვინის აღდგენის პროცედურის შემთხვევაში, ეთიკურ სტანდარტებზე ვიფიქროთ. გავითვალისწინოთ მორალური სტანდარტები და მოსალოდნელი ფსიქიკური აშლილობის ალბათობაც განვიხილოთ.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST