ყველაფერი საქართველოში გავრცელებულ გრიპის შტამზე

ყველაფერი საქართველოში გავრცელებულ გრიპის შტამზე

დაავადების სიმძიმე მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. მათ შორის, ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე, ასაკზე და ა.შ. ვირუსი აზიანებს ზედა და ქვედა სასუნთქ გზებს და მესამე დღეს შესაძლოა, განვითარდეს პნევმონია. 

დაავადების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა ახასიათებთ ბავშვებს, ხანდაზმულ ადამიანებს, ორსულებს, დაქვეითებული იმუნიტეტისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს (ასთმა, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები)

სიმპტომები:


მაღალი ტემპერატურა,
ხველება,
ცემინება,
ყელის ტკივილი,
თავის ტკივილი,
სუნთქვის გაძნელება,
სახსრების ტკივილი,
კონიუქტივიტი, ტკივილი თვალების მოძრაობისას,
ზოგიერთ შემთხვევას ახასიათებს გულისრევა, ფაღარათი, დიარეა.

როგორ მოვიქცეთ თუ გრიპი აღმოგვაჩნდა?

პირველი და ყველაზე მთავარია ექიმთან ვიზიტი და მისი ყველა მითითების ზედმიწევნით დაცვა. სვით რაც შეიძლება მეტი სითხე, ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ატარეთ სამედიცინო ნიღაბი, რომ ინფექციის გავრცელების რისკი შეამციროთ.
ხველებისა და ცემინების დროს, პირზე ცხვირსახოცი მიიფარეთ. რაც შეიძლება ხშირად იბანეთ ხელები საპნით. ეს თქვენი ოჯახის წევრებს ინფიცირებისგან დაიცავს.
თუ ოჯახის რომელიმე წევრი ავადაა, აუცილებელია მისი იზოლირება ცალკე ოთახში. თუ ამის შესაძლებლობა არის, ინფიცირებულ ადამიანს ნუ მიუახლოვდებით. ავადმყოფს მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა მოუაროს.
სისტემატიურად ანიავეთ ოთახი. დაიცავით სისუფთავე. რაც შეიძლება ხშირად გაწმინდეთ ავეჯის ზედაპირი, ტელეფონი და კარის სახელურები საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებებით.
ნუ შეეხებით დაუბანელი ხელით პირს, ცხვირს და თვალებს. გრიპის ვირუსი სწორედ ამ გზით ვრცელდება.
გაითვალისწინეთ, რომ ვირუსი დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელს ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა (ცემინების და ხველების დროს), ამიტომ ინფიცირებულ ადამიანთან სულ მცირე, 1 მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვათ. ნუ დაივიწყებთ, რომ იმუნიტეტის ამაღლებისთვის საჭიროა სუფთა ჰაერზე სეირნობა, სრულფასოვანი და დაბალანსებული კვება და ჯანმრთელი ძილი, რაც გრიპის პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST