2000 წ. – „ქათმის“ გრიპის ეპიდემია, 2010 წ. – „ღორის“,  2020 წ.- რა გველის?

2000 წ. – „ქათმის“ გრიპის ეპიდემია, 2010 წ. – „ღორის“, 2020 წ.- რა გველის?

1889 წლის 31 ოქტომბერს პარიზში ჩატარდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმასშტაბიანი გამოფენის დახურვა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავს მიეძღვნა. სწორედ, გამოფენის დღეებში გაიხსნა ცნობილი ფრანგული კაბარე „მულენ-რუჟი“. ხოლო, საგამოფენო ექსპოზიციაზე შემოსასვლელი თაღის გაკეთება დაევალა ცნობილ ინჟინერს - გუსტავ ეიფელს. მან მიიღო შეკვეთა 300 მეტრიანი გრანდიოზული კონსტრუქციის აგების. პარიზის მერია მოქალაქეების საჩივრებით აივსო, რომელსაც კულტურის მოღვაწეებიც შეუერთდნენ. ასე მაგალითად, გი დე მოპასანს ატანა არ ჰქონდა ეიფელის კოშკის და ამავე დროს, ყოველ დღე კოშკში განთავსებულ რესტორანში სადილობდა. როდესაც ეკითხებოდნენ, თუ რატომ იქცეოდა ასე, მწერალი პასუხობდა, რომ „ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც არ ჩანს კოშკი“.

ასე და ამრიგად, ეიფელის კოშკი იყო გამოფენის დედოფალი. მაგრამ, რა იყო გამოფენის მეფე?!
მეფე საშინელი იყო - გრიპი! მან ჩაშალა ექსპოზიცია! სწორედ იგი წარმოადგენდა სასიკვდილო საფრთხეს 5 მილიონი დამთვალიერებლისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ გრიპი მანამდეც არსებობდა - 1889 წელი მიიჩნევა ამ სენის ათვლის წერტილად. ფრანგულმა გამოფენამ, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა მოიყარეს თავი, ბიძგი მისცა ინფექციის ჯერ არნახულ გავრცელებას. გამოფენის დღეებში, პარიზში ყოველ დღიურად 50 000-მდე ადამიანი ავადდებოდა გრიპით, ასამდე - კვდებოდა.
ზოგადად, გრიპის ეპიდემიები მანამდე ხშირად წარმოიშვებოდა, მაგრამ მსოფლიო პანდემიის სახეს ასწლეულში 3-4-ჯერ იღებდა. პრაგმატულმა გერმანელებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ დაავადება ზამთარში მწვავდებოდა. თვითონ დასახელება „გრიპი“ მოგვიანებით გაჩნდა ფრანგული gripper-დან და ინგლისური grip - დან, რაც „ჩაჭიდებას“ ნიშნავს. (მანამდე გრიპს influenza-ს ეძახდნენ).

დაავადების რეალური მკურნალობის სქემა პირველად დასახა გერმანელმა ექიმმა რიჩარდ პფაიფერმა. სწორედ მან, 1889 წლის ეპიდემიის დროს, ავადმყოფის ნახველისგან გამოყო ბაქტერია, რომელსაც მოგვიანებით პფაიფერის ჩხირი ეწოდა.

გრიპის შემდეგი სასიკვდილო ეპიდემია 1918 წელს დაიწყო. ეს იყო მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი პანდემია. მას „ესპანურა“ შეარქვეს. უცნურია, მაგრამ „ესპანურას“ სამშობლო არა ესპანეთი, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია გახლდათ. ორი წლის განმავლობაში მისგან დაიღუპა 40-50 მილიონი ადამიანი. ზოგიერთი მონაცემებით - 100 მილიონიც კი, რაც დედამიწის მოსახლეობის 2%-ს უდრიდა.
მსახვრალმა „ესპანურამ“ ექიმები გვარიანად შეაშინა. გაჩნდა ეჭვი გრიპის ბაქტერიული წარმომავლობის შესახებ. თუ 1889 და 1918-1919 წლებში დაავადებას ერთი და იგივე მიკრობი იწვევდა, მაშინ რატომ გამოირჩეოდა ესპანურა ასე ძლიერ სხვა ეპიდემიებისგან? პასუხი ამ კითხვაზე მხოლოდ 1931 წელს იქნა ნაპოვნი, როდესაც ამერიკელმა რიჩარდ შოუპმა, იკვლევდა რა გრიპს ღორებში, აღმოაჩინა, რომ გრიპს იწვევდა არა ბაქტერია, არამედ - ვირუსი. 1933 წელს ინგლისელმა მკვლევარებმა სმიტმა, ენდრიუსმა და ლეიდლოუმ, გამოყვეს გრიპის ადამიანური ვირუსი, რომელსაც შეარქვეს გრიპის ვირუსი ტიპი „“. თითქოსდა გამომწვევი იქნა ნაპოვნი, მაგრამ 1940 წელს სამეცნიერო საზოგადოებას კიდევ ერთი აღმოჩენა ელოდა: ტომას ფრენსისმა გამოყო „“ ტიპის გრიპის ვირუსი, ხოლო 1947 წელს რიჩარდ ტეილორმა აღმოაჩინა „ცე“ ტიპის გრიპის ვირუსი. დღეს ამ ტიპებზე ბევრი რამ არის ცნობილი. ასე მაგალითად, ტიპს ახასიათებს მუტაციის მაღალი ალბათობა და იწვევს ეპიდემიებს და პანდემიებს. მას სხვა სახელწოდებითაც იცნობენ - „ქათმის“ ან „ღორის გრიპი“. გრიპის ტიპი, პირიქით, არ იწვევს პანდემიებს, აქტიურდება ზამრთის სეზონზე და ამ გრიპით ავადდება მხოლოდ ადამიანი. ცე ყველაზე უვნებელი ტიპის ვირუსია - მუტაციას არ განიცდის, არ იწვევს ეპიდემიებს და მას ხშირად ვურევთ უბრალო გაციებაში.

„ესპანურას“ შემდეგ, გრიპის ყველაზე მასშტაბიანი პანდემია გახლდათ 1957 წელს - „აზიური გრიპი“, რომლის დროსაც 25 მილიონი ადამიანი დაავადდა და 2 მილიონი გარდაიცვალა.

1969 წელს - ჰონკ-გონკის გრიპი 1 მილიონი დაღუპულით.
1976-1978 წლები - რუსული გრიპი, მილიონობით დაავადებული და გარდაცვლილით.
2009 წელი - „ღორის გრიპის“ პანდემია, 100 მილიონი დაავადებული და ასი ათასამდე გარდაცვლილი. ღორის გრიპის მეორე ტალღა 2015 წელს განმეორდა, როდესაც დაღუპულთა რიცხვი გაუთანაბრდა 2009 წლის მაჩვენებელს.

ვირუსი მუდმივად ადაპტირებს, იცვლის სტრუქტურას, მუტაციას განიცდის. ჩვენს იმუნურ სისტემას კარგად ახსოვს, რომ წინა წელს ვირუსი იყო, მაგალითად, ულვაშიანი და ცილინდრით. ამიტომ, წელს ვირუსმა სათვალეები მოირგო და ულვაშები გაიპარსა. იმუნურმა სისტემამ ის ვერ იცნო და ჩვენ ისევ ავად ვხვდებით.
რატომღაც გვგონია, რომ გრიპით მხოლოდ მაშინ ავვადებით, თუ „გრიპიანმა“ ჩვენს გვერდით დააცემინა. არადა, ვირუსის ბაქტერიას აქვს უნიკალური თვისება განთავსდეს ყველგან, რასაც ადამიანი შეეხება. პლასტიკატზე და ხის ზედაპირზე ცოცხლობს 48 საათის განმავლობაში. ქაღალდზე და სამოსზე - 12 საათის, მეტალის სახელურებზე (მაგ, ტრანსპორტის) 24 საათის განმავლობაში.
თუმცა, დაავადდებით თუ არა, ეს უკვე ჩვენს იმუნიტეტზეა დამოკიდებული - უჯრედი-ჯარისკაცების არმიაზე, რომლებიც პირველები ხვდებიან ვირუსს. თუ ავად არ გავხდით, ე.ი. ჩვენმა ჯარიკაცებმა გაიმარჯვეს ბრძოლაში, თუ არადა და, წააგეს შესასვლელთანვე.
გრიპის ვირუსი რაღაცით დრაკონს გავს: ვერ მოასწრებ ერთი თავის მოკვეთას, მის ადგილას ამოდის მეორე.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST