გუგა კუზანოვი: გამოიცანით, რის შეცვლას მთხოვენ  ხშირად ქართველი პოლიტიკოსები

გუგა კუზანოვი: გამოიცანით, რის შეცვლას მთხოვენ ხშირად ქართველი პოლიტიკოსები

ავტორი: სოფია გაბელია

დოსტოევსკი ამბობდა, სილამაზე გადაარჩენს სამყაროსო. რას გადაარჩენენ კუზანოვები? მათ რომ ჰკითხო, ბევრ რამეს და ამ მრავალთა შორის, ქართველს კაცის ნამუსს და ღირსებას!

ჩვენს კითხვებზე გუგა კუზანოვი პასუხობს.

- ბატონო გუგა, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის - ფორმა თუ შინაარსი?

- ეს იგივეა, რომ მკითხოთ, „ფუტლიარი“ მირჩევნია თუ შიგთავსი. არ ვიცი. ზოგ შემთხვევაში „ფუტლიარი“... ზოგ შემთხვევაში კი, ის რაც შიგნით არის. ერთი რამ ფაქტია, რომ შინაგანი სილამაზეც უნდა ჰქონდეს ადამიანს. ერთი სიტყვით, ერთიც და მეორეც.

- ქუჩაში სეირნობისას, ან მაგალითად რაუტზე, რომელიმე ღონისძიებაზე, კინოთეატრში და ა.შ. თქვენი „ნამუშევარი“ თუ გიცვნიათ?

- რა თქმა უნდა. ჩემს ნამუშევარს ყოველთვის ვატყობ.

- იცით, როგორი წარმომედგენიხართ საოპერაციოში? მოდით, თქვენს კარიკატურას დავხატავ. გუგა თეთრ ხალათში, პირში სიგარა, ხელში სკალპელი და „ვოქმენები" ყურებში. ასეთი ხართ?

- აჰა აიღეთ, დამხატეთ (იცინის). სიმართლე გითხრათ, არ ვარ ასეთი. ყურსასმენებს არ ვხმარომ, მუსიკასაც არ ვუსმენ ოპერაციის დროს, სიგარას საერთოდ არ ვეწევი. რომ გითხრათ, რომ ოპერაციისთვის რაღაც განსაკუთრებულად ვემზადები, არა. რა თქმა უნდა არის ოპერაციები, რომლის დროსაც საოპერაციოში შესვლამდე რაღაცეებზე ფიქრობ, მაგრამ ძირითადათ არანაირი განცდა და შიში არ მაქვს. ეს ხომ ჩემი საქმეა, რომელიც კარგად უნდა გავაკეთო.

- ანუ ოპერაციის წინ საერთოდ არ ღელავთ?

- ადამიანი სულ რაღაცაზე ნერვიულობს, მაგრამ ოპერაციის გამო ნამდვილად არ ვღელავ. ნერვიულობთ ახლა, ინტერვიუს რომ იწერთ?(იცინის)

- ეს ხომ უბრალოდ ინტერვიუა ... თქვენ კი ადამიანებს ჭრით?

- რას ჰქვია უბრალოდ ინტერვიუ? მე რომ დავჯდე და ვინმეს ინტერვიუ ჩამოვართვა, ნერვიულობისგან მოვკვდები. ეს ჩემთვის არ იქნება ჩვეულებრივი მომენტი. თეთრი ხალათი რომ ჩაგაცვათ და საოპერაციოში შეგიყვანოთ, თქვენც ხომ ინერვიულებთ?! იმიტომ რომ ეს თქვენი საქმე არ არის.

- რამდენად განსხვავდება გუგა კუზანოვი ივა კუზანოვისგან? და კიდევ, რამდენად განსხვავდებიან თქვენი პაციენტები, რა თქმა უნდა ოპერაციების შემდეგ?

- განსხვავდებიან. მე სხვანაირი გემოვნება მაქვს, პროფესორს - სხვანაირი. ეს ნორმალურია, და ასეც უნდა იყოს. ყველას ერთნაირი გემოვნება ხომ არ ექნება? ოპერაციის შედეგები კი პაციენტებმა უკეთ იციან.

- თუ არსებობს ქალი, რომლის პროპორციებსაც არასოდეს შეცვლიდით?

- ასეთი ქალი არ არსებობს. პირდაპირ გეუბნებით.

- ქართველი ქალის სხეულის რომელ ნაწილს მოაქვს კუზანოვების ოჯახისთვის ყველაზე დიდი შემოსავალი?

- ცხვირს. და არა მარტო კუზანოვებისთვის, არამედ მთლიანად ამიერკავკასიისთვის (იცინის).

- მკერდს?

- თავისთავად მკერდსაც. მაგრამ პირველ ადგილზე დგას ცხვირი - აზერბაიჯანშიც, სომხეთშიც და საქართველოშიც.

- თქვენს საოპერაციოდან კაცი ქალად თუ გამოსულა ან პირიქით?

- არა, არ მაქვს არანაირი სურვილი ასეთი ოპერაცია გავაკეთო. ამ ტექნიკას ვფლობ, მაგრამ არ გავაკეთებ.

- რატომ?

- არ გავაკეთებ და მორჩა. სურვილი არ მაქვს

- პლასტიკური ქირურგის ყველაზე კოშმარული სიზმარი?

- ჯერ თქვენ მითხარით.

- ჩემი? მახსოვს ერთხელ ადამიანი დავჭერი...

- ჰო, მეც გამახსენდა, ინტერვიუს ვართმევდი ერთ-ერთ პოლიტიკოსს.

- აი, პოლიტიკასაც შევეხეთ! ერთხელ ახსენეთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები სხეულის ერთი ნაწილით ფიქრობენ მხოლოდ?

- მე და პოლიტიკა იმდენად შორს ვართ ერთმანეთისგან, რომ არ ვიცი, რა გიპასუხოთ.

- კითხვას გაურბიხართ...

- სულ არ მაინტერესებს პოლიტიკა. პირდაპირ გეუბნებით - პოლიტიკა და მე შეუთავსებლები ვართ. იცოდეთ, ვერ გამომტყუებთ ვერაფერს. რითაც ფიქრობენ იმით იფიქრონ. ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობას.. ზოგს თავისი ცხვირი არ მოსწონს, ზოგს - სხვა რამე. თავად გამოიცანით, რის შეცვლას მთხოვენ ხშირად ქართველი პოლიტიკოსები   

- არ ერიდებათ ასეთი თხოვნით მომართვა? მაინც ქართველი მამაკაცები ცოტა სხვანაირები არიან...

- იცით, ეს მომენტი ნელ-ნელა ქრება! ამ ბოლო დროს, რაღაც არ უტყდებათ, „გასვეცკდნენ".

- ამბობენ, სილამაზე გადაარჩენს სამყაროსო. რას გადაარჩენენ კუზანოვები?

- არ ვიცი, დოსტოევსკი მართალი იყო თუ არა, მაგრამ ერთს ვიტყვი დაზუსტებით - რასაც ვაკეთებთ, „ჯიგრულად" ვაკეთებთ!

გაზიარება
კომენტარები
POST
POST