გვაქვს თუ არა ადამიანებს სიცოცხლეში გულისცემის განსაზღრული რაოდენობა?!

გვაქვს თუ არა ადამიანებს სიცოცხლეში გულისცემის განსაზღრული რაოდენობა?!

გვაქვს თუ არა ადამიანებს სიცოცხლეში გულისცემის განსაზღრული რაოდენობა - რას ამბობს მეცნიერება? 

„მჯერა, რომ ყველა ადამიანს გულისცემის შეზღუდული რაოდენობა გააჩნია, მე არ მინდა რომელიმე მათგანი ვარჯიშზე დავხარჯო“, - ეს ნილ არმსტრონგის ცნობილი სიტყვებია.
არადა, მართლაც - ჩვენს გულისცემასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის გარკვეული კავშირი არსებობს.
2013 წელს დანიელი მკვლევარების ჯგუფმა ჟურნალში BMJ Heart გამოაქვეყნა 5200 ადამიანზე ჩატარებული 16 წლიანი კვლევის შედეგი. კვლევის თანახმად, მაღალი პულსი სიკვდილის შესაძლებლობას ზრდის. კერძოდ, მათ, ვისი გულისცემაც წუთში 71-80 დარტყმას უდრის, სიკვდილის 51%-ით მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ვისი გულიც წუთში 50-ჯერ ცემს. წუთში 81-90 დარტყმის შემთხვევაში კი რისკი ორმაგდება, 90-ს მაღლა კი სამმაგდება.
„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ აქ საქმე ეხება ფიტნესს ან კარდიოვასკულარულ დაავადებებს, ჩვენ ეს ფაქტორიც გავითვალისწინეთ. კარგი ფიზიკური კონსტიტუციის მქონე პირებიც იგივე რისკის ქვეშ იმყოფებიან, თუმცა ამ კვლევას ნუ გამოიყენებთ სირბილზე უარის თქმის საფუძვლად“ - აცხადებს კვლევის ავტორი.
გულისცემასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კავშირი ადამიანებზე ინდივიდუალურად ვრცელდება, ცხოველები კი ერთსა და იმავე წესს ემორჩილებიან.
როგორც ვიცით, ადამიანის გული წუთში, საშუალოდ, 60-70-ჯერ ცემს, ჩვენ დაახლოებით 70 ან მეტ წელს ვცოცხლობთ, რისთვისაც გულის 2 მილიარდ ცემას ვიყენებთ.
ქათმის გული ბევრად უფრო სწრაფად, წუთში 275-ჯერ ცემს და ფრინველის ეს სახეობა მხოლოდ 15 წელს ცოცხლობს, თუმცა ისიც გულის 2 მილიარდ ცემას იყენებს.
როგორც ჩანს, ადამიანები ცოტა იღბლიანები არიან, რადგან ვეშაპს წუთში 20 გულისცემა აქვს და ჰომოსაპიენსზე უმნიშვნელოდ მეტს ცოცხლობს, რის გამოც ვეშაპების გულისცემა მთელი სიცოცხლის განმავლობაში 1 მილიარდს აღწევს.
სპილოს 30 დარტყმა აქვს წუთში, 70 წლის განმავლობაში (სწორედ, ამდენ ხანს ცოცხლობს ეს ცხოველი) კი ისევ ერთი მილიარდი დარტმა გამოდის.
ზაზუნას გული წუთში 450-ჯერ ცემს, თუმცა ჩვენზე სამჯერ ნაკლებს ცოცხლობს და მისი გულისცემა სიცოცხლის ბოლომდე მილიარდზე ნაკლებია.
გულისცემასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კავშირი უნივერსალური არ არის, მაგრამ გარკვეული დამოკიდებულება მაინც ხილულია - სწრაფად მცხოვრები არსებები ახალგაზრდები კვდებიან.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST