ჰაიმორიტის შედეგები

ჰაიმორიტის შედეგები

ზამთრის პერიოდში ხშირია გაციება, გრიპი, სხვადასხვა ვირუსული დაავადება, ანთება... ასევე ჰაიმორიტი, რომელსაც საკმაოდ არასასიამოვნო სიმპტომები ახასიათებს და თუკი დროულად არ ვიმკურნალებთ, შესაძლოა, საკმაოდ მძიმე შედეგებიც გამოიწვიოს.

საინტერესოა, თუ რა არის ჰაიმორიტი, როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი ჩივილების მიზეზი ეს დაავადებაა. ჰაიმორიტი არის სინუსიტის  ერთ-ერთი ფორმა, რომელიც წარმოადგენს, ცხვირის დანამატის ღრუს — ჰაიმორის ღრუს  ანუ ზედა ყბის ღრუს (წიაღის) ლორწოვანი ასის (ზოგჯერ ძვლოვანი კედლის) ანთებას. ჰაიმორის ღრუ არის თვალბუდესა და ზედა ყბას შორის არსებული ღრუ, რომელშიც არის ლორწოვანი გარსი. ჰაიმორიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება მრავალი რამ გახდეს. ესენია:  ვირუსული გაციება, ალერგიული ფონი, ცხვირის ძგიდის გამრუდება... როდესაც სასუნთქი გზები დახშულია, არ ხდება ჰაიმორის ვინტილაცია და ვითარდება ჰაიმორიტი. ხშირად მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კბილების ინფექციის დროს ხდება ჰაიმორის ღრუს დაზიანება და ჰაიმორიტის განვითარება. შესაძლოა, ცხვირიდან საერთოდაც არ იყოს გამონადენი, მაგრამ, შეგვაწუხოს თავის ტკივილმა, რომელიც თავს იჩენს თავის დახრისას. ჰაიმორიტს დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი არის ასევე მაღალი ტემპერატურაც. არის შემთხვევა, როდესაც ჩირქი გადადის ცხვირ-ხახაში, ასეთ დროს ადამიანს აქვს ძლიერი ყელის ტკივილი. ჰაიმორიტს ახასიათებს თვალბუდესა და  ზედა კბილებზე ზეწოლაც.


მკურნალობაზე უარის თქმის შემთხვევაში ყველაზე საშიში, რაც ქრონიკულმა ჰაიმორიტმა შეიძლება გამოიწვიოს, არის მენინგიტი, ტვინის გარსის ანთება. თვალბუდის ღრუს ქვედა კედელი არის ჰაიმორის ღრუს ზედა კედელი; მუდმივი ანთებითი პროცესისა და ჩირქის შედეგად, ადრე თუ გვიან, თვალბუდის კედელი განილევა, ძვალი შეიჭმევა და ჩირქი ავა თვალში. შესაბამისად, ადვილი შესაძლებელია, რომ გამოიწვიოს თვალის საკმაოდ მძიმე დაზიანება – ასეთ დროს თვალი მოდის წინ და, თუ  არ ვიმკურნალებთ, შესაძლოა, მხედველობის მკვეთ გაუარესებამდეც მიგვიყვანოს. ჰაიმორიტისგან გათავისუფლება ხდება მისი დარბილებით, გახსნითა და გამოდევნით.  ორგანიზმიდან გამოსადევნი გვაქვს მყარი ქსეროგელური ამისთვის კი უნდა ჩავატაროთ დარბილების ადგილობრივი პროცედურები.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST