ექიმი ჰანს ასპერგერი - ბავშვების მხსნელი თუ მკვლელი?!

ექიმი ჰანს ასპერგერი - ბავშვების მხსნელი თუ მკვლელი?!

ჰანს ასპერგერი, ცნობილია ბავშვთა აუტისტი, რომელიც ხსენებული სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებული კვლევებით არის სახელგანთქმული, შესაძლოა, ბავშვებს ნაცისტურ „შპიგელგრუნდის კლინიკაში" ევთანაზიისთვის გზავნიდა. ამის შესახებ, ახლახან გამოქვეყნებული დოკუმენტებით გახდა ცნობილი.
მედიცინის დოქტორმა ჰერვიგ ჩეხმა თავისი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა, რომელშიც მტკიცებულებებით ადასტურებს, რომ ასპერგერს ნაცისტების ე.წ. „რასობრივ ჰიგიენასთან“ ჰქონდა კავშირი.
არადა, აქამდე არსებული ცნობების თანახმად, ჰანა ასპერგერი ბავშვებს ნაცისტებისგან იცავდა, თუმცა როგორც ჰერვიგ ჩეხი აცხადებს, ეს შეხედულება არასაკმარის წყაროებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა.
მეოცე საუკუნის შუა წლებში, ბავშვებზე, რომელთაც სოციალიზაციის და კომუნიკაციის პრობლემები ჰქონდათ (იგივე აუტისტური სპექტრის აშლილობა), უამრავი ცდა და კვლევა ტარდებოდა.
ერთ-ერთ ასეთ კვლევას აწარმოებდა ასპერგერიც, რომელმაც 1980-იან წლებში, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებიდან ცალკე ჯგუფი გამოყო - ვერბალური და შემეცნების პრობლემებით.
მისი წვლილი მედიცინაში იმდენად საგრძნობი იყო, რომ დღეს შევხვდებით ტერმინს - ასპერგერის სინდრომი, რაც ნიშნავს განვითარების დარღვევას და რომელიც პირველად ასპერგერმა აღწერა.
აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე, ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები.
ამავე დროს, ჰერვიგ ჩეხის განცხადებით, ასპერგერი რთულ თამაშს თამაშობდა. კერძოდ, ერთის მხრივ, თავს ბავშვების დამცველად წარმოაჩენდა, რეალურად კი მათ ნაცისტების ხელში აგდებდა და სიკვდილისთვის წირავდა.
ჰერვიგ ჩეხი ასპერგერის საქმეზე წლების განმავლობაში მუშაობდა. მან შეისწავლა როგორც მისი ნაშრომები, ისე პირადი მიმოწერები და პაციენტთა სამედიცინო ბარათები.
აღსანიშნავია, რომ „შპიგელგრუნდში" გადაყვანილი ბავშვების გარდაცვალების მიზეზი ძირითადად პნევმონია ხდებოდა, რასაც სავარაუდოდ განზრახ იწვევდნენ.
1938-დან 1945 წლამდე კლინიკაში დაახლოებით 1000 ბავშვი და მოზარდი მოკლეს.
გავრცელებული ისტორიების თანახმად, ასპერგერი ნაცისტების იდეოლოგიას არ იზიარებდა და მათთან მხოლოდ იმიტომ მუშაობდა, რომ ბავშვებს დახმარებოდა. თუმცა ჩეხის აზრით, მისი მეთოდები ნაცისტურ იდეოლოგიას ეფუძნებოდა, რადგან ამ მეთოდს ასპერგერის სინდრომით დაავადებული ბავშვები საზოგადოებისთვის მისაღებ წევრებად უნდა ექციათ.
ჰერვიგ ჩეხის მიზანია, ახალი ინფორმაცია ასპერგერის შესახებ საზოგადოების ფართო მასებამდე მივიდეს, რათა ზიანი არ მიადგეთ ბავშვებს, რომლებსაც ასპერგერის სინდრომი აქვთ.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST