„ჰერცეპტინით“ ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობა დაფინანსდება

„ჰერცეპტინით“ ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობა დაფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტრო პრეპარატ „ჰერცეპტინით" ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის კურსს აფინანსებს. რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 80%-იანი დაფინანსებას მიიღებენ.
ამ დროისთვის, მედიკამენტ „ჰერცეპტინით" მკურნალობის ერთწლიანი კურსი დაახლოებით 50 000 ლარს შეადგენს, პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი ბენეფიციართა მხრიდან დანახარჯი 7 000 ლარამდე შემცირდა. სახელმწიფო დაფინანსებამდე, დაბალი ფინანსური ხელმისაწვდომობის გამო, საქართველოში მედიკამენტ „ჰერცეპტინით" პაციენტების მხოლოდ 5-10% მკურნალობდა. პროგრამის მეშვეობით კი ისინი 20%-იანი თანაგადახდით ძუძუს კიბოს მკურნალობას ადრეულ სტადიაზევე შეუძლიათ.
2016-2017 წლებში ძუძუს კიბო გლობალური პრიორიტეტია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში, ონკოლოგიურ პაციენტ ქალებში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. მათ შორის, 20-25%-ში ყველაზე აგრესიული - HER2-რეცეპტორდადებითი ძუძუს კიბო აღინიშნება, რომლის ადრეულ სტადიებზე (I-III) განკურნების საუკეთესო შანსს სწორედ „ჰერცეპტინით" მკურნალობის ერთწლიანი კურსი წარმოადგენს.
ყველა ბენეფიციარი პრეპარატ „ჰერცეპტინს" რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იღებს. ამისთვის პაციენტებმა მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №100), მედიკამენტის ღირებულების ანგარიშ-ფაქტურა, სოციალურ კატეგორიას მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლები, ასევე გინეკოლოგიური და მამოლოგიური პათოლოგიების მიმართულებით სპეციალიზებული, საერთაშორისო სტანდარტის მორფოლოგიური ლაბორატორიის მიერ დადასტურებული HER-2 რეცეპტორდადებითი ადრეული ძუძუს კიბოს არსებობის თაობაზე დასკვნები უნდა წარადგინონ.
ბენეფიციარები მედიკამენტ „ჰერცეპტინს" სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში, შემდეგ სააფთიაქო ქსელებში შეუძლია მიიღოს:

„პე-ეს-პე" - თბილისი (ლუბლიანას ქ.15; თამარ მეფის გამზ. 31; ჭავჭავაძის გამზ. 54; გამსახურდიას გამზ. 14; ყაზბეგის გამზ. 14; საბადურის ქ. 20/7; ტაშკენტის ქ. 22/22) ქუთასი (ბროსეს ქ. 5) ბათუმი (ჭავჭავაძის ქ. 46)
„ფარმადეპო" - თბილისი (სანაპიროს ქ.10) ქუთაისი (აღმაშენებლის გამზ. 24) ბათუმი (მელიქიშვილის 18/გორგასალის ქ. 92)
„ჯი-პი-სი" - თბილისი (ალ.ყაზბეგის გამზ. 10; ლუბლიანას ქ. 5; აღმაშენებლის გამზ. 96; პეკინის ქ. 11; მეტროსადგურ „ისნის" მიმდებარე ტერიტორია) ბათუმი ( გორგილაძის ქ. 30; ჭავჭავაძის ქ. 113) ქუთაისი (გრიშაშვილის ქ; გამსახურდიას ქ. 23)


გაზიარება
კომენტარები
POST
POST