„ნიკოტინის“ რევოლუცია - როგორ დაანება თავი იაპონიამ მოწევას

„ნიკოტინის“ რევოლუცია - როგორ დაანება თავი იაპონიამ მოწევას

სულ რაღაც ორი წლის წინ, იაპონია მსოფლიოში ყველაზე „მწეველი“ ქვეყნების რიგში შედიოდა. თამბაქოს კვამლის ბოლქვები იდგა საავადმყოფოების ექიმთა მისაღებებში და თვითმფრინავის სალონებში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ადგილობრივი მამაკაცი მოსახლეობის 78% აქტიური მწეველი გახლდათ. 

ისტორიული გარღვევა ამომავალი მზის ქვეყანაში 2017 წლის ბოლოს მოხდა - პირველად იაპონური ნაციის ისტორიაში მწეველთა რაოდენობამ 20%-ით იკლო. ამას მოგვიანებით „ნიკოტინის“ რევოლუცია შეარქვეს. რაც მთავარია, მწეველთა რიცხოვნების მკვეთრი დაცემა დაფიქსირდა 30 წლამდე მამაკაცებში, რაც იმას ნიშნავდა, რომ იაპონელ ახალგაზრდებში სიგარეტი მოდიდან გადადიოდა და ერთგვარი ჩამორჩენილობის სიმბოლოდ აღიქმებოდა. ცნობისთვის, იაპონელი ქალების 86% ყოველთვის არამწეველთა კატეგორიას განეკუთვნებოდა.
აქვე დავძენთ, რომ მოწევაზე უარის თქმის მთავარი ფაქტორი გახდა სულ უფრო მზარდი ჯანმრთელობის კულტი. ეს უკანასკნელი არაფრით ებმებოდა ფიტნესს, სწორ კვებას, ფეხით სიარულს (იაპონელებს სჯერათ, რომ დღეში მინიმუმ 10 ათასი ნაბიჯი უნდა გაიარო). ამაში თავისი წვლილი მთავრობამაც შეიტანა, როდესაც აკრძალა მოწევა ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ჯარიმაც არც ისე დაბალი დააწესა -18 დოლარი.
არადა, სულ რაღაც ერთი წლის წინ, იაპონია ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც თვითმფრინავის სალონებში მოწევის ნებას რთავდა.
ცოტა უფრო რთულად წავიდა საქმე რესტორნებში - იქ დღემდე არსებობს ცალკე დარბაზები მწეველთათვის. იაპონიის პარლამენტში 2018 წლის იანვარში შეიტანეს ახალი კანონპროექტი - მოწევა დაშვებულ იქნა მხოლოდ 150 კვ.მ-ის მქონე ფართში.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST