„ეს არის პრობლემა, ადამიანი ხელში რომ გაკვდება და სამედიცინო დახმარებას ვერ ღებულობ“

„ეს არის პრობლემა, ადამიანი ხელში რომ გაკვდება და სამედიცინო დახმარებას ვერ ღებულობ“

„რა ხდება ამ ქვეყანაში?! რისი კარტოფილი და ხახვი, ეს არის პრობლემა, ადამიანი ხელში რომ გაკვდება და სამედიცინო დახმარებას ვერ ღებულობ“ - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი კარინე ხუნწარია და სასწრაფო დახმარების სამსახურისა და ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის მუშაობას აკრიტიკებს:

„ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა ნეიროქირურგიის დეპარტამენტი - ამ საავადმყოფოში ექიმების გარდა, ყველა მუშაობს!
გუშინ დედა მივიყვანე გაუსაძლისი ტკივილებით, სანამ მივიყვანდი რა თქმა უნდა, სასწრაფოს მივმართე, მაგრამ არ გამოცხადდა რამდენიმე ხნის განმავლობაში (პ.ს. ყველა ბრიგადა დაკავებულია, როგორც კი გათავისუფლდება გამოვუშვებთო)
მიმღებში ვუთხარი, სასწრაფოდ ექიმის დახმარება გვჭირდება, გაუსაძლისი ტკივილები აქვს, სასწრაფო ვერ მოვიდა და გთხოვთ მიხედოთ თქო. ქალი ძრწოდა, ისე ტკიოდა და მაინც არ მიაქციეს ყურადღება, სანამ არ დავუყვირე - ექიმი-თქო. როგორც იქნა, ვიღაც მოიყვანეს. მე ვუხსნი, რაც სტკივა... არც მოისმინა წესიერად, მეუბნება ეს ყელ-ყურია, არ გვყავს ექიმი სხვაგან წადითო. ვეუბნები, რომ შეიძლება ნერვის ანთებითი ტკივილები იყოს. გამოსაკვლევია და ნერვოლოგს ანახეთ სასწრაფო თქო. შეიყვანეს, ცოტა ხანში დედა გამოვიდა და მითხრა სასწრაფოდ წავსულიყავით.
არც ექიმმა ნახა და არც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რადგან არა აქვთ შესაბამისი წამალი. წადით სახლში და აფთიაქში ყველაზე ძლიერი გამაყუჩებელი იყიდეთო. ისიც ვერ გვითხრეს, რა წამალი უნდა მიეღო... და ბოლოს, მთავარი - ასე უთხრეს, მიმღები არ გაგაფორმებთ ფული რომ არ გადაიხადოთო. კიდევ აქეთ დაამადლეს ან რის ფულს ითხოვდნენ?!
დღესაც სასწრაფოს მივმართე 2 საათზე და ამ წუთამდე არ ჩანს!
რა ხდება ამ ქვეყანაში?! რისი კარტოფილი და ხახვი ხალხო, რომ ააწიოკეთ სოციალური ქსელი, ეს არის რეალური პრობლემა, ადამიანი ხელში რომ გაკვდება და სამედიცინო დახმარებას ვერ ღებულობ, განა რამდენი სასწრაფო ბრიგადა გვყავს ქვეყანაში, რომ 7 საათის განმავლობაში პაციენტს ვერ მიაკითხოს... ერთი თუ ორი?!“
- წერს კარინე ხუნწარია.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST