ინსომნია თუ დეპრესია?

ინსომნია თუ დეპრესია?

მოწესრიგებული ძილი აუცილებელია ორგანიზმისთვის, იგი ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სისტემატურ უძილობას შეუძლია დეპრესიამდე მიგვიყვანოს, დეპრესიამ კი, თავის მხრივ, ინსომნიამდე.

ინსომნია შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობით, როგორიცაა დეპრესია. ზოგჯერ ძილის პრობლემები  წარმოადგენს დეპრესიის სიმპტომს, მწვავე უძილობის რისკი გაცილებით მაღალია დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტებში. 
ცნობილია, რომ ფსიქოლოგიური სირთულეები აძნელებენ ძილს, უძილობა აისახება ხასიათსა და  ჰორმონალურ ცვლილებებზეც კი. მეორე მხრივ, თუკი ინსომნიის დეტერმინატი არა დეპრესია, არამედ სხვა გარემოფაქტორია, უძილობამ შეიძლება თავად მიგვიყვანოს მასთან.
კვლევების მიხედვით,  მაღალია იმის ალბათობა, რომ ინსომნიამ გამოიწვიოს ან გააუარესოს დეპრესია. როგორც ვხედავთ, ეს ორი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დეპრესიის სიმპტომები (როგორიცაა უენერგიობა, ინტერესის ან მოტივაციის  დაკარგვა, მწუხარებისა თუ უიმედობის გრძნობები) და ინსომნია ხშირად დაკავშირებულნი არიან, ხოლო იმის ალბათობა, რომ ერთმა გააუარესოს მეორეს მდგომარეობა საკმაოდ დიდია. თუმცა, ორივე  დაავადება განკურნებადია, მიუხედავად იმისა, თუ  რომელი მათგანი აღმოგვაჩნდა პირველი.
გაზიარება
კომენტარები
POST
POST