მსოფლიოს ინსულინის მწვავე დეფიციტი ემუქრება

მსოფლიოს ინსულინის მწვავე დეფიციტი ემუქრება

არაჯანსაღი ცხოვრების წესმა და ზედმეტმა წონამ მსოფლიოში დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი მკვეთრად გაზარდა. დიაბეტით დაავადებულ პირებს კი შაქრის კონტროლისთვის ინსულინი ესაჭიროებათ. პროგნოზების თანახმად, უახლოესი 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში ინსულინის მწვავე დეფიციტია მოსალოდნელი - წერს BBC.

დღეისთვის მსოფლიოში მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული 400 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 2030 წლისთვის მათი რაოდენობა 500 მილიონს გადააჭარბებს და ინსულინზე მოთხოვნა 20%-ით გაიზრდება. ამ პირობებში დიაბეტით დაავადებულთა ნახევრისთვის (უმეტესად, აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან) ინსულინი მიუწვდომელი გახდება.

ექსპერტები ინსულინის მოსალოდნელ დეფიციტს ნაწილობრივ სამი კომპანიის მონოპოლიას უკავშირებენ. ესენია: Novo Nordisk, Eli Lilly and Company და Sanofi. აღსანიშნავია, რომ უამრავ ქვეყანაში ინსულინი საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტია. ამასთან შეინიშნება მარაგის არათანაბარი განაწილება. მაგალითად, მოზამბიკში ინსულინის 77% დედაქალაქში რჩება.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST