ფრთხილად! კისერში  „ტკაცუნი“ ინსულტის საშიშროებაზე მიუთითებს

ფრთხილად! კისერში „ტკაცუნი“ ინსულტის საშიშროებაზე მიუთითებს

ის, რომ ტკაცუნი კისრის არეში არ არის სახარბიელო, ექიმებმა დიდი ხანია იციან. ერთ პოზიციაში ხანგრძლივი ყოფნის დროს, ადამიანს სურვილი უჩნდება სხეული გაჭიმოს, კიდურები გაშალოს და ამას იწყებს კისრის ტრიალით - მანამდე, სანამ მალები ტკაცუნს არ იწყებენ. მსგავსი ჩვევა ძალზე საშიშია, ვინაიდან შეუძლია პროვოცირება გაუკეთოს ინსულტს. ამის თვალსაჩინო მაგალითები არც ისე ცოტა მოიპოვება მედიცინის ისტორიაში. სულ ახალი შემთხვევა კი შტატების მოქალაქეს უკავშირდება. 29 წლის მამაკაცი კისრის არეში ტკივილმა შეაწუხა. თავის ტრიალისა და მრავალჯერადი დახრის შემდეგ მალებს შორის ტკაცუნი გაიგონა. ამით ტკივილი არ შემსუბუქებია, 1 წუთის შემდეგ კი სხეულის მარცხენა ნაწილში მგრძნობელობა საერთოდ დაკარგა. მამაკაცი სამზარეულოსკენ გაემართა ყინულის ასაღებად, მაგრამ სიმძიმე მარცხენა მხარეს ქაჩავდა. სასწრაფომ ახალგაზრდა კაცხ ინსულტის დიაგნოზი დაუსვა. ექიმების განმარტებით ეს მოხდა მაშინ, როდესაც პაციენტი კისრის მოძრაობებს აკეთებდა - დაზიანდა არტერია, რომელიც თავის ტვინს უერთდებოდა. მკურნალობის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოდან გაწერეს, მაგრამ მას დღემდე არ დაბრუნებია მგრძნობელობა სხეულის მარცხენა ნაწილში.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST