ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალ მეთოდი საქართველოში

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალ მეთოდი საქართველოში

ინტრაოპერაციული რადიოთერაპია ინტრაბიმის აპარატი - ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდია. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მთავარ მეთოდს ქირურგიულ ჩარევასთან ერთად დისტანციური სხივური თერაპია წარმოადგენს, როგორც წინაოპერაციულ, ისე ოპერაციის შემდგომ პერიოდში და მასთან ერთად ქიმიოთერაპია.
ინტრაბიმი (INTRABEAM) არის იდეალური ინოვაციური სისტემა ინტრაოპერაციული რადიოთერაპიისათვის. ინტრაბიმის აპარატში გამოიყენება რენტგენული სპექტრის დაბალენერგიული ფოტონური სხივები, ანადგურებს მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს და არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს .
ონკოლოგიური დაავადებების ინტრაოპერაციული რადიოთერაპიით მკურნალობა მსოფლიოს მრავალ წამყვან კლინიკაშია აპრობირებული, მათ შორის საქართველოში. უკვე მეორე კლინიკაში (ინოვაში)ინტრაოპერაციუოლი რადიოთერაპიის აპარატი - ინტრაბიმი დაიდგა. ქართველ პაციენტებს აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება. ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქართველ პაციენტებს ეძლევათ საშუალება საკმაოდ ძვირი პროცედურა დაფინანსებით ჩაიტარონ.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST