„ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში“ შვილი ხელმეორედ მაჩუქეს!“

„ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში“ შვილი ხელმეორედ მაჩუქეს!“

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ტვინის ტრავმული დაზიანებები ახალგაზრდების სრული ინვალიდობის 10% -ს შეადგენს. ხშირ შემთხვევაში, იმედგამაცრუებელი პროგნოზი უკავშირდება გვიან სამედიცინო დახმარებას. ეს გახლავთ მსოფლიო სტატისტიკა და რაოდენ სასიამოვნოა, როდესაც ქართველი ექიმები ამ სტატისტიკას „არღვევენ“.

22 წლის დათო ეპიტაშვილმა მოტოავარიის შედეგად ქალა-ტვინის უმძიმესი დაზიანება მიიღო. რომ არა „ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში“ აღმოჩენილი დროული და ადეკვატური რეანიმაციული თერაპია, ახალგაზრდა კაცი ზემოთ აღნიშნულ 10%-ს შეავსებდა.

GeoDog.Ge გადარჩენილი პაციენტის - დათო ეპიტაშვილის დედას თამარ სინჯიკაშვილს ესაუბრება:
- ჩემი შვილი ავტოავარიის შედეგად თავდაპირველად თავისი ტვინის მძიმე ტრამვით რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც შემდეგ „ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში“ გადმოვიყვანე. გაგონილი მქონდა, რომ აქ სასწაულებს სჩადიან! უძლიერესი ექიმები და რეანიმაციული განყოფილება აქვთ. არც შევმცდარვარ! დათუნას ოპერაცია არ ჩატარებია, ისე დამიყენეს ფეხზე. ტვინში ჰქონდა უსერიოზულესი სისხლჩაქცევები. ორი თვის განმავლობაში ვიწექით და ის პერიოდი კინოკადრებივით მახსოვს - ფაქტობრივად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიმყოფებოდით.

- როგორ მოხერხდა მდგომარეობიდან გამოსვლა იმ ფონზე, როდესაც თქვენი შვილი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო მიერთებული?
- რეანიმაციაში მკურნალობის შედეგად ნელ-ნელა შეძლო კიდურების ამოძრავება. სოსო ექიმმა დათუნას სიცოცხლე შეუნარჩუნა. მასაჟები ცალკე, მეტყველების სპეციალისტთან მუშაობა, ექთნების თავდადება... რომელი ერთი ჩამოვთვალო! დღეს სახლში ვაგრძელებთ მათი დანიშნულების შესრულებას, ყოველ დღიურად ნაბიჯების რაოდენობას ვუმატებთ ექიმის მუდმივი კონტროლის ქვეშ. სადაც ხელი მიმიწვდება, ყველგან ვიტყვი, რომ ამ კლინიკამ და სოსო ყარსელიშვილმა შვილი ხელმეორედ მაჩუქა.

GeoDog.Ge „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის“ რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის - იოსებ ყარსელიშვილის აზრითაც დაინტერესდა:
- ზოგადად, პაციენტებს, რომლებიც განიცდიან დიფუზურ აქსონალურ დაზიანებას, მკურნალობენ კომპლექსით, რომელიც შეიცავს რამდენიმე მეთოდს. კერძოდ, პაციენტები განიცდიან გახანგრძლივებულ მექანიკურ ვენტილაციას ჰიპერვენტილაციის ზომიერ რეჟიმში. პაციენტს დაენიშნა კომპლექსური თერაპია. ქირურგია, როგორც წესი, ამ დროს არ გამოიყენება. სამაგიეროდ, მსგავს შემთხვევებში ძალზე მნიშვნელოვანია თერაპიული და სარეაბილიტაციო ზომების პაკეტის შექმნა. ამაში შედის ასევე ფიზიოთერაპია, რომელიც არის კიდურების ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა, სახსრების დაავადებების პროფილაქტიკა, მეტყველების თერაპიის კლასები მეტყველების აქტივობის სტაბილიზაციის მიზნით და ა.შ. ტვინის ტრავმის მკურნალობიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ აისახება ადეკვატურად მისი შედეგები, რადგან ამ პერიოდში მთელი დადებითი და უარყოფითი ცვლილებები შეიძლება მოხდეს. ტრავმული ტვინის დაზიანების შედეგები კი ხშირად დამოკიდებულია დაზარალებულის ასაკზე. მაგალითად, 60 წლის ასაკში მცხოვრები ადამიანები უფრო ხშირად იღუპებიან მძიმე დაზიანებებით, ვიდრე ახალგაზრდები. მინდა გითხრათ, რომ თავის დროზე ტრავმული ტვინის დაზიანებების შესამცირებლად შეიქმნა გლაგგოს შედეგების მასშტაბი, რომელიც უზრუნველყოფს 5 შედეგს.

- ბატონო სოსო, პოპულარული ენით რომ აგვიხსნათ, როგორ მოხერხდა ახალგაზრდა პაციენტის გადარჩენა?
- აქსონალური დაზიანება თავის ტვინის არის ნერვული დაბოლების მძიმე დაზიანება. მსგავსი შემთხვევები უმეტესწილად ლეტალურად სრულდება და მათი ნერვოლოგიური სტატუსი საკმაოდ მძიმეა. დავით ეპიტაშვილის შემთხვევაში საქმე გვქონდა უმძიმეს ქალა-ტვინის ტრამვასთან თავის ტვინის შეშუპეით. ასეთ პაციენტებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავის ტვინის შეშუპების პროფილაქტიკას, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ტემპერატურის მაჩვენებლებისა და მართვითი სუნთქვის მაჩვენებლების მუდმივ მონიტორინგს, რაიმე ცვლილებების შემთხვევაში დროულ ადექვატურ რეაგირებასა და ადრეული რეაბილიტაციის დაწყებას.

- დათო ეპიტაშვილის დედის განცხადებით, მან უკვე სიარული დაიწყო. რამდენ ხანში შეძლებს ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს? 

- ასეთი პაციენტების რეაბილიტაციის პერიოდი დაახლოებით 3-დან 6 თვემდე გრძელდება. დიდი იმედი მაქვს, რომ პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST