„სისუფთავის მანიაკები“ და თბილი სახეები - როგორ გამოიყურება „სახლივით“ კლინიკა

„სისუფთავის მანიაკები“ და თბილი სახეები - როგორ გამოიყურება „სახლივით“ კლინიკა

ირინა რაზმაძემ ოპერაცია თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში გაიკეთა. მისი თქმით, მას უკვე აქვს ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულება - „სახლივით!“

- ოპერაციის შემდეგ პირველად რომ წამოვდექი, თავბრუც არ დამხვევია. ამ დროს არ ვარ ძლიერი აღნაგობის. ჰისტეროქტომიის ოპერაცია ციცო მესხმა ჩამიტარა - საშვილოსნოზე სისხლმდენი პოლიპები მქონდა და მილებიანად ამოკვეთა გახდა საჭირო. ახლა ჩიტვით ვარ. იცით, მე პირადად ამას ვაბრალებ პოსტოპერაციულ სწორ დანიშნულებას და გარმეოს.

- გარემოში რას გულისხმობთ?
- ასეთი თბილ და გულისხმიერ კონტიგენტს სამედიცინო დაწესებულებაში კი არა, საჯარო ორგანიზაციებში ვერ ნახავთ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ აქ ყველა გიცნობს და ყველას გული შესტკივა შენზე. ჯერ იმდენჯერ ასუფთავებენ პალატას, რომ ერთხელ ერთ-ერთი პაციენტის პატრონმა სანიტარს უთხრა - შევწუხდით უკვე, სისუფთავის მანიაკები ხომ არ ხართო?! დილა-საღამოს დაუვლიან ხოლმე და სპეციალური ხსნარით ასუფთავებენ სკამებს, საწოლებს, მაგიდებს და ა.შ. მოკლედ, რაც კი არ მოძრაობს, ყველაფერს. მე პირადად ეს ძალიან მომწონს. უბრალოდ, ბევრი როგრც ჩანს შეუჩვეველია ამას. მაგალითად, სახლიდან მოტანილი თეთრეული აქ არ გამაშლევინეს. კლინიკაში ჰიგიენის თავიანთი სტანდარტები აქვთ, მე მგონი გერმანული.

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოხვდით?
- საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებაზე თავად კლინიკამ გააგზავნა სამინისტროში - აქ ასე აქვთ მოგვარებული, პაციენტს არ უწევს დოკუმენტებით სირბილი. 1 888 ლარიდან ნაწილი ჯანდაცვის სამინისტრომ დამიფინანსა, ნაწილი მერიამ და მხოლოდ სამასზე ცოტა მეტი ლარის გადახდა მომიწია. ოპერაცია გამიკეთა ციცო მესხმა. ძალიან კმაყოფილი ვარ მომსახურებით.

- თბილისში არსებულ ამდენ კლინიკას შორის თბილისის ონკოლოგიურ ცენტრს რატომ მიანიჭეთ უპირატესობა?
- მარტო მე კი არა, ამ კლინიკას ჩემს გარშემო ყველა სხვანაირ პრიორიტეტს ანიჭებს. აქ არ აღიარებენ ჰიპერდიაგნოსტიკას, იმიტომ რომ ძალიან მაღალკვალიფიციური ექიმები ჰყავთ, სვანემ სწორ დიაგნოზს და ფასები გაბერილი არ აქვთ. ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და არა ფულზე, ამას გულწრფელად გეუბნებით. უკვე გამწერეს და რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა სახლში დაბრუნება. ზუსტად ვიცი, ეს სითბო რომ მომენატრება...

გაზიარება
კომენტარები
POST
POST