კლინიკებთან სადავო თანხების ადმინისტრირების ახალი მეთოდი მოქმედებს

კლინიკებთან სადავო თანხების ადმინისტრირების ახალი მეთოდი მოქმედებს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია სასამართლოს დასრულებამდე სადავო თანხები კლინიკებს შემდეგი თვეების ანაზღაურებიდან დაუქვითოს. ჯანდაცვის სამინისტრო კანონით მინიჭებული ვალდებულებების ფარგლებში ახორციელებს საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრიობის და ეფექტურობის კონტროლს.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც რიგი კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუსაბუთებლად ითხოვენ თანხას. შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში სადაო თანხა სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან საჩივრდება სასამართლოში, თუმცა ასეთი დავები ხშირ შემთხვევაში წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება. შესაბამისად ვერ ხდება თანხის ბიუჯეტში დროული მიმოქცევა. რაც სერიოზული პრობლემა იყო ერთი მხრივ, ბიუჯეტის პარამეტრების ადეკვატური შესრულებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, კლინიკებთან ადეკვატური საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.
სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესია, თუმცა დავის დასრულებამდე იტოვებს უფლებას მომავალი თვეების ანაზღაურებაში შეაკავოს ამ ტიპის სადავო თანხის ოდენობა. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო კლინიკის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, შეჩერებული თანხა დაწესებულებას უკან დაუბრუნდება.
ადმინისტრირების ამ მეთოდის შემოღების საფუძველს გვაძლევს არსებული სტატისტიკა, რომელიც უჩვენებს რომ სასამართლო დავების 95 პროცენტი სამინისტროს სასარგებლოდ დასრულდა.
ადმინისტრირების ახალი წესი გათვლილია იმაზეც, რომ საჯარიმო თანხების რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ კლინიკების ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს ან არ შეიზღუდოს სამედიცინო დაწესებულებების მუშაობა.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST