ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები

ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები

ეს სტატია თითოეულმა მშობელმა უნდა წაიკითხოს, რათა დაიცვას საკუთარი შვილი იმ სათამაშოებისგან, რომლებიც მავნე ნივთიერებებს შეიცავენ.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ბაზარზე განთავსებული პროდუქციის ზედამხედველობის ორგანოს შექმნის ვალდებულება იკისრა. ევროკავშირის ქვეყნებისთვის შექმნილია რიგი დირექტივები, მათ შორის პროდუქციის ზოგადი უსაფრთხოების დირექტივა, ასევე არსებობს უშუალოდ სათამაშოებთან დაკავშირებული დირექტივა (Toy Safety Directive 2009/48/EC), რომელიც საქართველოში 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა ამოქმედდეს. მანამდე კი ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგას

საქართველოში საბავშვო სათამაშოების უსაფრთხოება არ მოწმდება. უხარისხო სათამაშომ შეიძლება გამოიწვიოს, გონებრივი და ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენა, ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ინტოქსიკაცია, ალერგია და .
ტყვია, ვერცხლისწყალი, კადნიუმი, ნიკელი-ეს იმ ნივთიერებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ელიმინაციის გლობალურმა ქსელმა (IPEN) ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სათამაშოების უსაფრთხოების შემოწმებისას აღმოაჩინა

გასათალისწინებელია ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, სათამაშოების შემოწმებისას, მათში დაფიქსირდა ტყვიის შემცველობა. ტყვია მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, იწვევს ბავშვებში ინტელექტის შემცირებას, მან შეიძლება ისეთი დაავადებებეი გამოიწვიოს, როგორიცაა ანემია და სხვ

საქართველოში შემოსულ სათამაშოებს არ უტარდებათ შემოწმება, ბაზარი კი სავსეა ჩინური პროდუქციით. ამიტომ, უნდა დავაკვირდეთ, კარგად არის თუ არა შეფუთული და დაცული სათამაშო. უნდა მივაქციოთ ყურადღება ნიშნებს, რა ნიშნებია უკან დართული. ეს ნიშნები უნდა იყოს CE, რაც იმას ნიშნავს, რომ სათამაშო არის ევროპისთვის დამზადებული და EN71 - ანუ სათამაშო არის უმაღლესი ხარისხის, აკმაყოფილებს ყველანაირ სტანდარტს, არის ეკოლოგიურად სუფთა და არ შეიცავს მძიმე მეტალებს. ზოგ სათამაშოს არ აქვს ამგვარი შეფუთვა და ნიშანი, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს, რომ სათამაშო არ იყოს ძალიან კაშკაშა ფერის, ვინაიდან ასეთი ფერი მიიღება დაბალი ხარისხის საღებავით

მშობლებს 2019 წლამდე ისღა დარჩენიათ, რომ საკუთარ თავზე აიღონ სათამაშოების ვარგისიანობის შემოწმება და ამით დაიცვან შვილები მავნე ნივთიერებებისგან.

 


გაზიარება
კომენტარები
POST
POST