კანაფსა და ფსიქოზს შორის კავშირის იგნორირება არ შეიძლება

კანაფსა და ფსიქოზს შორის კავშირის იგნორირება არ შეიძლება

ჩვენ ხშირად გვესმის, რომ არსებობს ბმა კანაფსა და ფისიქოზს შორის, თუმცა რამდენად ძლიერი ეს კავშირი და ვინ არის რისკის ქვეშ?

რა არის ფსიქოზი?

არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ კანაფის ინტენსიურად მომხმარებლებს ფსიქოზის ნიშნები აღენიშნებათ.
ფსიქოზური აშლილობა მენტალური ჯანმრთელობის მრავალ საკითხს მოიცავს. ხასიათდება რეალობასთან ნაკლები კონტაქტით, როცა ინდივიდი კარგავს უნარს, განასხვავოს რა არის რეალური და რა არა. ფსიქოზის სიმპტომებში შედის ვიზუალური და ხმოვანი ჰალუცინაციები, ან ბოდვები და უცნაური ფიქრები.
ხშირად ფსიქოზს ეპიზოდური გამოვლინებები აქვს, ახასიათებს მდგომარეობის სწრაფი გაუარესება და უმეტესად ჰოსპიტალიზაციით სრულდება.
კანაფის სისტემატურად მომხმარებლებს შიზოფრენიის (მენტალური აფექტური მდგომარეობა, როცა ინდივიდი ფიქრისა და ჯანსაღად მოქცევის უნარს კარგავს) განვითარების 4-ჯერ მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ამ მცენარესთან შეეხება არ ჰქონიათ.
აღსანიშნავია, რომ კანაფის საშუალო სიხშირით მომხმარებლებს ფსიქიური პრობლემების შანსი ორჯერ უფრო მაღალი აქვთ.
მეტიც, მეცნიერებმა მიაკვლიეს კავშირს ტეტრაჰიდროკანაბიდოლს - THC და ფსიქოზს შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ მარიხუანას მოხმარებას და ფსიქიურ დაავადებებს შორის ბმა შემთხვევითი არ არის.

ვინ არის რისკის ქვეშ?

ის ადამიანები, ვისაც გენეტიკური მიდრეკილება აქვს ფსიქიური აშლილობისკენ ყველაზე მაღალი რისკის წინაშე დგებიან. რისკი კიდევ უფრო იმატებს ბავშვობის ტრავმისა და სხვა დამატებითი ფაქტორების შემთხვევაში.
უცნობია იმ ინფორმაციის წარმომავლობა, რომლის მიხედვითაც კანაფი შეიძლება მენტალური ჯანმრთელობისთვის კარგი იყოს. ეს უბრალოდ ირონიულია და არ არსებობს იმის დამადასტურებელი კვლევები, რომ კანაფი დადებით ეფექტს აჩვენებს ფსიქოზის მკურნალობისას. თითოქდა, THC-ისგან განსხვავებით, კანაბიდოლი (CBD) დადებითი ეფექტის მომტანია - სისცრუეა. CBD უბრალოდ აუმჯობესებს ტვინში იმ ქიმიურ პროცესებს, რაც ჩვენს ბედნიერების შეგრძნებას განსაზღვრავს.
ზოგიერთი კვლევის თანახმად, კანაფს აქვს ბენეფიტები შიზოფრენიის სიმპტომების მკურნალობაშიც. თუმცა ამ ყველაფრის დადასტურებას ბევრად მეტი კვლევა სჭირდება.


გვაძლევს თუ არა ლეგალიზაცია განსხვავებას?

მნიშვნელოვანია, რომ იმ კვლევათა უმეტესობა, რომელთა შედეგებითაც კანაფსა და შიზოფრენიას შორის კავშირი დასტურდება, ამ კვლევების ჩატარება აკრძალული კანაფის საშუალებით. სამომავლოდ შესაძლებელია, რომ სამედიცინო მარიხუანას ფსიქოზთან კავშირი უმნიშვნელო აღმოჩნდეს. თუმცა, უკანონო მარიხუანას შემთხვევაში კვლევები ფსიქიური აშლილობის მაღალ რისკს აჩვენებს.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST