კვებეკში ასობით ექიმი მხურვალედ აპროტესტებს საკუთარი ხელფასების მომატებას. ქვეყანაში მოქმედებს ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მოსახლეობას საშუალებას აძლევს სამედიცინო დახმარება უფასოდ ანუ სახელმწიფოს ხარჯზე მიიღონ.
ექიმებმა ღია წერილით მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას და სთხოვეს რომ მოითხოვეს ჯანდაცვის სფეროში დაფინანსების პოლიტიკის გადახედვას.
სხვადასხვა სპეციალობის 500-ზე მეტი ექიმს შეურთდა 150-მდე სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტი. მათი აზრით, მათ პროვინიაში მედიცინაზე გაწეული ხარჯების განაწილება არასწორია.
„გაზრდილი გადასახადები შოკში გვაგდებს, ვინაიდან ჩვენი მედდები და სხვა პერსონალი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამავე დროს, ჩვენი პაციენტები სრულიად მოკლებულნი არიან მთელ რიგ სამედიცინო სერვისებს კანადის ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური სისტემის არაეფექტურობის გამო“ - ნათქვამია ღია წერილში, რომელიც ადგილობრივმა ტელეკომპანია CNBC-მ გააჟღერა.
კანადის ხელისუფლების ოფიციალური საინფორმაციო პორტალის მიხედვით, ქვეყანაში მოქმედებს ყველა პროვინციისთვის უნივერსალური სისტემა, რომელიც მოსახლეობას სთავაზობს სამედიცინო მომსახურებას ძირითადში უფასოდ.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო კლინიკაში კანადელი თერაპევტის ხელფასი წელიწადში შეადგენს 260 ათას აშშ. დოლარს. ქირურგი გამოიმუშავებს 300 ათასზე დოლარზე მეტს.
ღია წერილში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში საერთო სამედიცინო დატვირთვა კანადის მედპერსონალზე რამდენჯერმე გაიზარდა, რის გამოც ბევრს მძიმე ჯაფა ადგას. ამავე დროს, კანადის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ფინანსურად წაახალისოს მხოლოდ მაღალკვალიფიციური კონტიგენტი, ხოლო მედდები და სანიტრები, რომლებიც ყოველ დღე დაკავებულები არიან არანაკლები შრომით ხელფასის მომატების გარეშე რჩებიან.
სწორედ ეს გახდა კანადელი ექიმების პროტესტის მიზეზი.