აქვს თუ არა კანაფს სამკურნალო თვისებები?

აქვს თუ არა კანაფს სამკურნალო თვისებები?

საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ხმაური არ წყდება, შესაბამისად, ამ საკითხმა საზოგადოება მეტად დააინტერესა. გარკვეული ნაწილი თვლის, რომ მარიხუანა ლეგალიზებული უნდა იყოს, ვინაიდან იგი სამედიცინო მოხმარებისთვისაც გამოიყენება. არის თუ არა ეს ასე? _  შევეცდებით ამ კითხვას ჩვენს სტატიაში გავცეთ პასუხი.

 კანაფმა შესაძლოა გამოიწვიოს პაციენტის ფსიქოლოგიური ორიენტაციის ცვლილებები  უარყოფითი სტიმულებიდან დადებითი ეფექტის მქონე სტიულებისკენ. კანაბიონიდური და არაკანაბიონიდური რეცეპტორების მექანიზმების საშუალებით, იგი ხელს უწყობს, ანტიანთებით და ნეიროპროტექციულ ეფექტს, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ ქრონიკული ტკივილი.  ეს ეფექტები დამოკიდებულია კანაფის დოზაზე,  იგი პირდაპირ კავშირშია ზურგის ტვინში სინაპტიკურ ტრანსმისიასთან, ხოლო ამ კავშირის შეფერხებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ადგილობრივი ანთების ან ნერვული დაზიანების ქრონიკული ტკივილზე.  კვლევების თანახმად, ნევროპათიული ტკივილის კუნთოვან მოდელში, კანაფის გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ეს გრძნობა. გარდა ამისა, უკურნებელი ტკივილის ბოლო კვლევების თანახმად, კანაფი არის ეფექტური იმ პაციენტებისთვის, ვისთვისაც ტრადიციულ მკურნალობას შედეგი არ აქვს. გარკვეული მცენარეები, აგრეთვე პროდუქტები, რომლებიც მზადდება მათი დერივატებისგან, გვაძლევენ კანაბინოიდის ალკალოიდებს, რომლებსაც აქვთ მრავალი ფუნქცია. მისი მიღება შესაძლებელია ორალურად, შეზელვით ან  ინჰალაციით, წინასწარ განსაზღვრული დოზებით, რაც თავიდან აგვარიდებს მცენარის წვისგან მიღებული კვამლით გამოწვეულ პოტენციურ ტოქსინებს. მეცნიერები დაზუსებით არ ამტკიცებენ, მაგრამ არსებული მონაცემების მიხედვით გვამცნობენ, რომ კანაფის ამგვარი მოხმარება არ იწვევს სხვა დაავადებებს, თუმცა იგი ქმნის დროებით დისკომფორტს, გადაჭარბებული დოზით მიღების შემთხვევაში.  არსებობს სხვა სახის კლინიკური კვლევები ტკივილის კონტროლთან მიმართებით, რომლებიც რაოდენობრივად განსაზღვრავენ სამედიცინო მარიხუანის უკუჩვენებებს. ადამიანებზე ჩატარებული მრავალი ტესტის საშუალებით დადგინდა, რომ კანაბინოიდებს აქვთ ზომიერი ეფექტი ქრონიკული ტკივილის შემსუბუქებაში, სათანადო უსაფრთხოების დაცვით.    

ექსპერიმენტის ფარგლეში, ერთ-ერთი პაციენტის შემთხვევაში (ქ-ნი როტშტაინი), კანაფი აღმოჩნდა მიმზიდველი მიდგომა იმედგაცრუების მოსაშორებლად, რასაც იგი განიცდიდა არაეფექტური მკურნალობის, უკუჩვენებებისა და ოპიოიდზე დამოკიდებულების გამო. ეს კლინიკური შემთხვევა ეხებოდა ქალს, რომელიც იტანჯებოდა ქრონიკული ტკივილით. ქალბატონი როტშტაინი 31 წლისაა, იგი 7 წლის წინ  კი გახდა შშმ პირი, მარჯვენა წვივის მოტეხილობის გამო. ტრავმიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში მას ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები ფეხისა და ტერფის არეში, მიუხედევად იმისა, რომ მოტეხილობა უკვე შეხორცებული იყო. ის ტკივილს აღწერს, როგორც სპონტანურსა და მტანჯველს - უმეტესად მწველი და ღრმა ტკივილი ფეხის ქვედა მარჯვენა არეში, აგრეთვე ალოდინია და ჰიპერალგეზია. მან სცადა მრავალი სახის მკურნალობა ტკივილის გასაქრობად, მათ შორის: რამდენიმე ოპიოიდი, ადგილობრივი და სიმპათიკური ნერვის გაუტკივარება, კანქვეშა ნერვის სტიმულაცია, ლიდოკაინი და შერეული მალამოები, ყოფაქცევის მოდიფიკაცია, აკუპუნქტურა. ამ ყველაფერს არ ქონდა საკმარისი ეფექტი.  რის გამოც ადაწყვტა მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი ეცადა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი იყენებს კანაფს ტკივილის შესამსუბუქებლად, მასზე დამოკიდებულების და დოზის გადამეტების რისკები ძალიან დაბალია.

ქალბატონ როტშტაინის შემთხვევაში ექიმებმა მას მიუთითეს მისთვის განსაზღვრულ დოზაზე, მისი გადაჭარბების შემთხვევაში ასწავლეს დისკომფორტის მოხსნის ხერხები და განუმარტეს, რომ მას ექნება ანალგეზიის მიყუჩების, შემცირებული ალოდინიის, კუნთების მოდუნების, შემცირებული სტრესის და საკუთარ დაავადებასთან საბრძოლველად ხასიათის კონტროლის უნარის გაძლიერების შედეგი.

სამედიცინო მარიხუანა შედგება მრავალი ნაერთისგან, რომელთაგანაც დაახლოებით 60 არის კანაბინოიდი. კანაბინოიდის 2 უმთავრესი რეცეპტორია - რეცეპტორი CB(1) და რეცეპტორი  (CB 2). CB 1 უმეტესად გვხვდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და მიჩნეულია, რომ არეგულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებულობას, მისი ნეიროტრანსმისიის პრესინაფსური შეჩერებით. CB 2 განსაკუთრებით გამოხატულია ჰემატოლოგიურ სისტემაში, სადაც ის ახორციელებს იმუნომოდულატორულ ეფექტს.

ამერიკაში სახელმწიფო ლეგალიზაციის ხარჯზე კანაფის გამოყენება სამედიცინო მიზნით შესაძლებელია 50 შტატიდან უმეტესობაში,  თუმცა ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ სამედიცინო მარიხუანისგან გამოწვეული ენთუზიაზმი ძირითადად დაფუძნებულია არასანდო ინფორმაციებზე.

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ კანაბინოიდის, როგორც ტკივილგამაყუჩებლის სიძლიერე არის კოდეინის მსგავსი. კანაბინოიდის უკუჩვენებებიდან ყველაზე მეტად ცნობილია სედაცია, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, დისფორია, მადიანობის სტიმულაცია, და მოკლევადიანი გონების დაკარგვა. ამ ყველაფერმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ფართოდ დანერგილ მკურნალობის მეთოდებს, როგორიცაა რეაბილიტაცია და ფსიქოთერაპია. აგრეთვე, კანაფის გრძელვადიანი გამოყენება დაკავშირებულია ფსიქოზთან და ფარული შიზოფრენიის გამოაშკარავებასთან. რამდენადაც ფსიქოზისა და კანაფის კავშირის მექანიზმი არ არის კარგად ცნობილი, რუტინაში უსაფრთხო დოზის დადგენა რთულია.  ორალური კანაბიდიოლის ბიოათვისებადობა სხვადასხვაგვარია, მერყეობს 13 და 19% შორის, წამალს შესაძლოა დასჭირდეს 3 საათამდე დრო იმისთვის, რომ მიაღწიოს კონცენტრაციის პიკს. მიუხედევად იმისა, რომ მოსაწევ მარიხუანას გააჩნია უკეთესი ბიოთვისებადობა ვიდრე ორალურ პრეპარატებს, საკუთრივ კვამლი არის რისკ ფაქტორი ფილტვების დაავადებების ჩამოყალიბებაში. მარიხუანის მოხმარებით გამოწვეული ფილტვის კიბოს რისკის სიდიდე უცნობია, თუმცა ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში მაღალი რისკის არსებობა შესაძლებელია.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST