როგორ მოვამზადოთ კანი ზამთრისთვის

როგორ მოვამზადოთ კანი ზამთრისთვის

   ზამთრის მოახლოებასთან ერთად უამრავ ჩვენგანს უჩნდება სახის კანთან დაკავშირებული დისკომფორტი. აღაჟღაჟებული ან აქერცლილი ლოყები კი არც თუ ისე ესთეტიურად  გამოიყურება. ამ ყოველივეს გამომწვევი მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ცივი ჰაერის ნაკადია, იგი აშრობს კანს, ართმევს ტენს და აუწყლოებს. დაბალ ტემპერატურაზე ნელდება უჯრედების განახლება და შედეგიც სახეზეა – კანი შეწითლებული, მოშვებული, გაუხეშებულია. იმისთვის, რომ კანმა შეინარჩუნოს ელასტიურობა, აუცილებელია, გამოვიყენოთ საკმაოდ ცხიმიანი სახის კრემი. მკვებავი ისეთ ნივთიერებებს უნდა შეიცავდეს, რომლებიც კანის რეგენერაციის პროცესს აუმჯობესებს. ასეთი გახლავთ ჟოჟობას ზეთი, შეას კარაქი, ხილის მჟავები, ნუშის ზეთი და ვიტამინები- A, C და E. კანი ზამთარში უფრო სწრაფად ბერდება, ვინაიდან ზემოჩამოთვლილი მიზეზები ხელს უშლის განახლების პროცესს. ამ დროს იკარგება ტონუსი და შედარებით იოლად ჩნდება ნაოჭები. იმ შემთხვევაში, თუ კანს გაუწყლოებას ამჩნევთ ან გრძნობთ ამას, აუცილებლად დაამატეთ საღამოს ინტენსიური დამატენიანებელი კრემი. თუ შენიშნეთ, რომ ცხიმის უჯრედებმა აქტიურობა დაკარგეს, ღამის მალამო მკვებავით ჩაანაცვლეთ. თუ კანს სიბერის ნიშნები შეატყვეთ (მოდუნება, სიგლუვის დაკარგვა), სჯობს გამაახალგაზრდავებელი (ANTI AGE) ვიტამინიზირებული მალამოები გამოიყენოთ (30 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა).  თუკი გავითვლისწინებთ მოცემულ რჩევებს, ჩვენი  სახის კანი მეტად შეინარჩუნებს სიგლუვესა და ელასტიურობას.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST