ყოველი მე-4 ექიმი-კარდიოლოგი „გადამწვარია“, 15% - დეპრესიაში იმყოფება

ყოველი მე-4 ექიმი-კარდიოლოგი „გადამწვარია“, 15% - დეპრესიაში იმყოფება

Medscape -ის კვლევის თანახმად, ამერიკელი კარდიოლოგების გამოკითხვის თანახმად, მედიცინის ამ სფეროს წარმომადგენლებიდან ყოველი მეოთხე პროფესიონალურ „გადაწვას“ განიცდის. გამოკითხვაში 2 274-მა კარდიოლოგმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 953 ქალმა, რომლებიც „გადაწვის“ სინდრომს განიცდიან უფრო ხშირად (31%), ვიდრე მამაკაცები (24%).
მიღებული შედეგებიდან ირკვევა, რომ კარდიოლოგების 27% ამ სინდრომით იტანჯება, ხოლო 49,5%- სტრესისგან. თანაც ყველაზე ხშირად აღნიშნული სინდრომი ახასიათებთ სტაჟიან - 8-დან 21 წლამდე გამოცდილების მქონე ექიმებს.
აღნიშნული სინდრომის მქონე კარდიოლოგები თავიანთი კოლეგებისგან განსხვავებით კარგავენ მუშაობის ხალისს, არ აქვთ კმაყოფილების გრძნობა და ახლობლებს არ ურჩევეენ, მედიცინის არჩევის შემთხვევაში, გაყვნენ კარდიოლოგიას.

რა იწვევს პროფესიონალურ გადაწვას: 

  • სამუშაო დატვირთვაზე კონტროლის არ ქონა
  • მუშაობის სტრესული პირობები
  • არასწორედ განაწილებული პრიორიტეტები
  • დამხმარე პერსონალის არ ქონა
  • დოკუმენტების წარმოებაზე დროის დეფიციტი

Medscape -ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ აშშ-ში ექიმების დაახლოებით 44% -მა განიცდის აღნიშნულ სინდრომს, ხოლო 15% იმყოფება დეპრესიაში და ფიქრობს სუიციდზე.

საინტერესოა, რა ხდება ამ კუთხით საქართველოში? კარდიოლოგი ხომ ყველგან კარდიოლოგია!

გაზიარება
კომენტარები
POST
POST