რატომ გაიფიცა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალი?!

რატომ გაიფიცა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალი?!

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მედპერსონალი განმეორებით გაიფიცება, თუ კლინიკა მათ სახელფასო დავალიანებას არ დაფარავს.  გაფიცვის მთავარ მიზეზად დაგვიანებული ხელფასები სახელდება.

თავის მხრივ, კლინიკის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ   დაგვიანებული ხელფასების მიზეზი კლინიკის არასწორი დაჯარიმებაა. კერძოდ, კლინიკა „მედალფას" გენერალური დირექტორის განმარტებით,  პრობლემა საყოველთაო დაზღვევის მხრიდან კლინიკის დაჯარიმებამ გამოიწვია.

„დაჯარიმება მოხდა სახელმწიფოსგან, ამბულატორიული პაციენტების მომაგრებაზე, რომელიც გასაჩივრებული აქვს "მედალფას" და თანხების დაკავება მოხდა სახელმწიფოსგან, რომელიც ჯერ არ მიუღია, შესაბამისად, სამედიცინო პერსონალი ანაზღაურებას ღებულობს იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ხდება დაფინანსება,“ - აცხადებს „მედალფას” გენერალური დირექტორმა გიორგი ამბროლიანი.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST