რომელ დაავადებებს იწვევს კონდენციონერი და როგორ შევამციროთ რისკი?!

რომელ დაავადებებს იწვევს კონდენციონერი და როგორ შევამციროთ რისკი?!

არის თუ არა კონდიციონერი უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის და რა უნდა გავითვალისწინოთ სარგებლობისას? მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კონდიციონერები იმდენად მაღალტექნოლოგიურია, რომ საშიშროება შემცირებულია, გაყინულ და გამომშრალ ოთახში დიდხანს ყოფნა რეკომენდებული არ არის. კონდიციონერით მხოლოდ დღის იმ მონაკვეთში უნდა ვისარგებლოთ, როცა ქუჩაში ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალია. ასევე არ არის სასურველი კონდიციონერით სარგებლობა ძილის დროს, რადგან იზრდება გაციების რისკი.

აი, რას გვირჩევს ქირურგიის ეროვნული ცენტრის თერაპევტი ელენე ჟორჟოლიანი:

– როცა კონდიციონერის უარყოფით გავლენაზე ვსაუბრობთ, პირველი არის გაციება, რასაც იწვევს კონდიციონერისგან წამოსული ცივი მასების უშუალო ზემოქმედება. ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ თანამედროვე ე.წ. სპლიტ სისტემებს. არსებობს პნევმონიის განვითარების რისკიც, რომლის გამომწვევი მიზეზიცაა ლეგიონელა. ნუ დასხდებით კონდიციონერისკენ ზურგით, იზრუნეთ, რომ ჰაერი მაღლა იყოს მიმართული და უშუალოდ თქვენსკენ არ მოედინებოდეს. გასათვალისწინებელია ასევე ალერგიული ფონიც. საქმე იმაშია, რომ კონდიციონერის ფილტრი იკრავს, იზიდავს მტვრის ნაწილაკებს, რომელზეც მიკრულია ოთახის ბაქტერიები და მიკრობები.

- რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს?

- ვეცადოთ, რომ ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა იყოს. ხშირად გაანიავეთ ოთახი და გახსოვდეთ, რომ როცა ყველა პირობა დაცულია, კონდიციონერი ვერც ბავშვის და ვერც მოზარდის იმუნიტეტს ვერაფერს დააკლებს.

– მართლია, რომ ის ხმის იოგებზეც მოქმედებს?

– თუ ადამიანს ხმის იოგებზე სერიოზული პრობლემა აქვს, რასაკვირველია, კონდიციონერი იმოქმედებს. აქ გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი – ტენიანობის მკვეთრი ცვალებადობა და საჭიროზე დაბალი ტემპერატურა. ნუ დადგებით კონდიციონერთან ახლოს. გარდა ამისა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კონდიციონერი მთელი დღის განმავლობაში ჩართული იყოს.

– რას გვეტყვით ავტომობილის კონდიციონერზე, რა უნდა გავითვალისწინოთ?

– ავტომობილის სალონში ნორმალური ტემპერატურა შეინარჩუნეთ.

– ზოგიერთი ადამიანი ჩივის, რომ კონდიციონერის გამო ყელის ტკივილი ეწყება, როცა სხვები თავს სრულიად კომფორტულად გრძნობენ, რისი ბრალია?

– ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მათ, ვისაც გაუკეთდა აქვს ნუშურა ჯირკვლების ოპერაცია. გირჩევთ, რომ ჯერ ოთახი გააგრილოთ და ოთახში მაშინ შებრძანდეთ, როცა კონდიციონერს გამორთავთ.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST