შემოიტანს თუ არა საქართველო სპეცდრონებს ქუჩების გასაკონტროლებლად?!

შემოიტანს თუ არა საქართველო სპეცდრონებს ქუჩების გასაკონტროლებლად?!

დრონები შეძლებენ სრულად გააკონტროლონ ადამიანთა გადაადგილება და ტემპერატურა გაუზომონ მას, შეაფასონ მისი გულისცემის სიხშირე და სუნთქვა. მსოფლიო ბაზარზე სპეციალური დრონები შემოდის, რომელიც სავარაუდოდ ტესტერების შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს კორონავირუსთან ბრძოლაში. მოწყობილობა ვიზუალურად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი დრონისგან და ისინი შეძლებენ თვალყურის დევნება განახორციელონ რეციპიენტებზე. დრონები ასევე გამოავლენენ იმ კატეგორიას, რომელთაც საეჭვო სიმპტომები აქვთ - ხველება, ყელის ტკივილი და ა.შ. ყველგან - ქუჩებში, ოფისებში, სამგზავრო გემებზე, აეროპორტებში, მოხუცებულთა სახლებში და სხვა ადგილებში ინფექციის გადადების მაღალი რისკით.

აღნიშნული დრონების შემუშავებულია სამხრეთ ავსტრალიის კვლევითი ინსტიტუტის მიერ თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენება თავიდან ცხელ წერტილებსა და ლოკაციებში სურდათ, რომლებიც ბუნებრივი კატაკლიზმებისგან დაზარალდა. თავიდან ის შეიქმნა იმისთვის, რომ დროზე ადრე დაბადებულ ბავშვთა გულისცემა შეეფასებინათ.
ქვეყნები რიგში დგანან, მითუმეტეს რომ მათი ფასი არ იქნება მაღალი. ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მალე მათ საქართველოშიც ვიხილავთ.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST