ექიმი, რომლის ხმაც პაციენტებზე  ყველაზე დამამშვიდებლად მოქმედებს

ექიმი, რომლის ხმაც პაციენტებზე ყველაზე დამამშვიდებლად მოქმედებს

Geodoc.ge-ს ესაუბრება თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ენდოკრინოლოგი - ლელა ყიფშიძე

- ქალბატონო ლელა, ამბობენ, თქვენი ხმა ყველაზე დამამშვიდებლად მოქმედებს პაციენტებზე?
- ალბათ, თბილ დამოკიდებულებას გულისხმობენ. კარგმა სიტყვამაც შეიძლება, რომ მოარჩინოს ადამიანი.  

- ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევა, რასაც თქვენი პრაქტიკის მანძილზე გაიხსენებდით?
- პაციენტები მომმართავენ ენდოკრინოლოგიური პრობლემით: შაქრიანი დიაბეტით, ჭარბი წონით, ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიით და ა.შ. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული დაავადებები პირდაპირ კავშირშია კვების რეჟიმთან, ცხოვრების ჯანსაღ წესთან... ამის გამო, ადამიანებს უწევთ მთლიანად შეცვალონ თავისი ცხოვრების წესი და  ყოველდღიური განრიგი. ეს კი უკვე გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული. ვცდილობ, ჩემს პაციენტებს ეს ყველაფერი ისე მივაწოდო, რომ მაქსიმალურად ავარიდო ნებისმიერ სტრესულ სიტუაციას. მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და კიდევ უფრო მეტად, ჩემი პაციენტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ექიმის მიერ შედგენილი დანიშნულება ზუსტად შეასრულოს. ამას პირადად მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. პაციენტის უმეტესობას  ექიმის შიში აქვთ, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზთა გამო,  ჩემთან მოსული პაციენტი შინ დამშვიდებული მიდის.  

- რა არის ექიმის ყველაზე მთავარი თვისება?
- ექიმს დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს. თავისი საქმე იცოდეს მაღალ დონეზე, არაფერი გამოეპაროს, ვინაიდან პასუხისმგებლობა ჩვენს სფეროში უზარმაზარია.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST