(VIDEO) „ამათ გამო დღე და ღამ ვივლი და მივუტან საკვებს უფასოდ“

(VIDEO) „ამათ გამო დღე და ღამ ვივლი და მივუტან საკვებს უფასოდ“

„ლაგოდეხში მცხოვრებ მოხუცებს, ფეხმძიმეებს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს, ვისაც გადაადგილება უჭირს, მე მივუტან სახლში ყველაფერს რაც ესაჭიროებათ დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, მოგემსახურებით სრულიად უფასოდ მე და ჩემი ველოსიპედი. დამირეკეთ ნომერზე 577-60-55-09 ან მომწერეთ, მითხარით რა გჭირდებათ ეს იქნება მარკეტიდან, აფთიქადან თუ სხვა და წუთებში თქვენთან გავჩნდები. მსურველი თუ ინება ვინმე, ვინც შემომიერთდება და ბევრნი ვიქნებით, უფრო ბევრს დავეხმარებით ამ გასაჭირის დროს, მადლობა.“

ასეთ განცხადებას ავრცელებს ლაგოდეხელი დავით ჭაბაშვილი. გთავაზობთ მისი ვიდეოს ლინკს, რომელსაც ახალგაზრდა ლაგოდეხელი შემდეგ წარწერას უკეთებს:
„ნახეთ რა საყვარლები არიან, აი ამათ გამო დღე და ღამ ვივლი და მივუტან რაც საჭირო იქნება“.

https://www.facebook.com/daviti.tchabashvili/videos/3555058564565841/UzpfSTEwMDAwMTg1MTk4Mjc0NTozMDYwNjExMjk0OTk0MTQ6MTA6MDoxNTg1NzI0Mzk5Oi04NDA5MjI2Njg2MjgyNjQxNjg/?lst=100009545070027%3A100001851982745%3A1584805982

გაზიარება
კომენტარები
POST
POST