რამდენს იღებს ექიმი და რამდენს ექთანი მაღალმთიან რეგიონებში

რამდენს იღებს ექიმი და რამდენს ექთანი მაღალმთიან რეგიონებში

მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერებს პენსია 20%-ით გაეზრდებათ და 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს იღებენ, მათი მდგომარეობა დღესაც სავალალოა. შეჭირვებულები არიან ასევე მარჩენალდაკარგულების და პოლიტრეპრესირებულების მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს იღებენ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთაში მუდმივად მცხოვრებ პირთა შორის 52 000-მდე ასაკით პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებია. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხოლოდ ამ დანამატებისათვის ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მლნ 800 ათასი ლარი გამოიყოფა.
ყოველთვიური დანამატი მაღალმთიან დასახლებაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალსაც მიეცემა. მათ შორის, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 500-მდე ექიმი და ექთანი, რომლებიც მაღალმთიან რაიონებს ემსახურებიან, ყოველთვიურ დანამატს იღებენ. ექიმებისთვის ეს თანხა 360, ხოლო ექთნებისთვის - 180 ლარით განისაზღვრება. დანამატი გაიცემა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკების მედპერსონალისთვის - ჯამში 350 ადამიანისთვის. ლენტეხში, ყაზბეგში, გუდაურში, წალკაში, თიანეთში, თეთრიწყაროში, ბაკურიანში, ცაგერში, ონსა და ამბროლაურში, ასევე, შპს ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოში, მანგლისის საავადმყოფო-პოლიკლინიკასა და აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში. დანამატს ასევე იღებენ მაღალმთიან სოფელში მომუშავე 950-მდე სოფლის ექიმი და ექთანი, რომელიც სახელმწიფო ჩართულია პროგრამაში - „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად". ექიმის დანამატი პენსიის ორმაგი ოდენობით - 360 ლარით, ხოლო ექთნის დანამატი - 180 ლარით განისაზღვრება. ამჟამად სოფლის ექიმის მომსახურების ანაზღაურება 650 ლარს, ხოლო ექთნის - 455 ლარს შეადგენს.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST