მაკედონიაში ჯანდაცვის სამინისტროს მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჩავიდა

მაკედონიაში ჯანდაცვის სამინისტროს მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჩავიდა

მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სამუშაო ვიზიტით ჩავიდნენ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრები მაკედონიის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდის წარმომადგენლებთან გამართეს, სადაც წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენის კუთხით მაკედონიის გამოცდილებას გაეცნენ და შესაძლო გამოწვევებზე რეაგირების მექანიზმებზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებზე ზღვრული ფასების გამოსათვლელად, შერჩეული ჰყავს 4 რეფერენტული ქვეყანა, რომელთა შორის ერთ-ერთი მაკედონიაა.

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდებაა. საქართველოში, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები

2023 წლის დასაწყისიდან დაწესდება. პირველ ეტაპზე, ზედა ზღვარი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დადგინდება, შემდეგ კი სხვა სამკურნალო საშუალებებსაც შეეხება.
სამუშაო პროცესში ჩართულები არიან დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, რათა მედიკამენტების ფასების რეგულირების ახალი მექანიზმის დიზაინი საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სპეციფიკის და კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდეს.

მაკედონიაში, ვიზიტით ჩავიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი (მოვალეობის შემსრულებელი) ნიკოლოზ კობახიძე, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მოვალეობის შემსრულებელი) - გიორგი ეთერია, პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინე ჯავახაძე, პროექტის განმახორციელებელი ერთეულის ჯანდაცვის სპეციალისტი ლელა სულაბერიძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატო ბადაგაძე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, წამლების რეგისტრაციისა და ნებართვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მარიკა ბასილაძე და მონიტორინგის დეპარტამენტის წამლის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი სოსო იმედაშვილი.
პროცესი, უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST