მალტა ყველა ტურისტს 200 ევროს გადაუხდის ქვეყანაში ჩასვლისთვის

მალტა ყველა ტურისტს 200 ევროს გადაუხდის ქვეყანაში ჩასვლისთვის

ხსენებული აქცია 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყება. ასეთ გზას ქვეყანამ ტურისტული სეგმენტის აღორძინებისთვის მიმართა. 200 ევრო გაიცემა ყველა ტურისტზე, რომელიც ქვეყანაში სამი დღეზე მეტს დაჰყოფს.

ახალი პროგრამის შესახევ განაცხადა მალტას ტურიზმის მინისტრმა კლეიტონ ბარტოლომ. COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები 1 ივნისიდან მოიხსნება, ტურისტები კი 200 ევროს იმ ოტელების საშუალებით მიიღებენ, სადაც გაჩერდებიან.
რაც შეეხება სასტუმროებს! ბრონის ღირებულება შერჩეული ოტელების მიხედვით გაიცემა. 200 ევროს მიიღებენ ტურისტები, რომლებიც 5 ვარსკვლავიან სასტუროს დაბრონავენ. ოთხვარსკვლავიანისთვის - 150 ევროს, სამვარსკვლავიანის შემთხვევაში - 100 ევრო. აღნიშნული თანხები 10%-ით გაიზრდება, თუ მონახულების ზონად მალტის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ გოცოს აირჩევთ.

„ეს სქემა მიმართულია იქითკენ, რომ მალტის სასტუმროები მაქსიმალურად კუნკურენტუნარიანები გახდნენ საერთაშორისო ტურიზმის კვლავ აღორძინებამდე“- განაცხადა კლეიტონ ბარტოლომ.

ტურიზმი მალტის ეკონომიკის 27%-ს შეადგენს, რომელიც 2020 წლის პანდემიის შემდეგ მნიშვნელოვნად დაზარალდა. ასე მაგალითად, 2019 წელს ქვეყანა 2,7 მილიონმა ტურისტმა მოინახულა, რომელიც პანდემიის დროს 80%-ით შემცირდა.  მალტაში მოსახლეობის 42%-ზე მეტმა გაიკეთა ვაქცინირება, რაც ევროკავშირში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST