სახლში COVID19-ის მკურნალობის წესები - ცნობილი ქართველი ექიმისგან

სახლში COVID19-ის მკურნალობის წესები - ცნობილი ქართველი ექიმისგან

ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს - ჯონ ჰოპკინსის ცენტრში მოღვაწე ინფექციონისტის მამუკა მაჩაიძის რჩევები.

პირველ რიგში, თუ კოვიდი დაგიდასტურდათ, იმის ალბათობა რომ მას მსუბუქად გადაიტანთ არის ბევრად მეტი, ვიდრე დამძიმების ალბათობა. ამასთანავე, მსუბუქი დაავადებით კლინიკაში მისვლით განსხვავებულ მკურნალობას ნაკლებ სავარუდოა, რომ მიიღოთ.
ბუნებრივია, კონტაქტზე უნდა იყოთ თქვენს ექიმთან ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე. ერთადერთი გამონაკლისი გახლავთ გულის უკმარისობა, როდესაც ფრთხილად უნდა ვიყოთ სითხეების მიღებისას.

არ უნდა დალიოთ სიცხის დამწევი საშუალება, თუ ტემპერატურა არის 38.3°-ზე დაბალი. იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი - ოთახში იარეთ, ბუქნები აკეთეთ, ყველაფერი რაც ფეხის კუნთებს აამუშავებს - ნუ დალევთ ასპირინს (ან ნებისმიერ „სისხლის გამათხელებელს“) თვითნებურად, თუ გამოწერილი არ გაქვთ ექიმისგან სხვა ჩვენების მიზეზით.
რა თქმა უნდა, ყველას გაინტერესებთ, რა სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში ვრეკავთ 112-ში:
ეს არის სუნთქვის გართულება, გულმკერდის გახანგრძლივებული ტკივილი, მოჭერის შეგრძნება, გონების დაბინდვა, სახის ან ტუჩების გალურჯება.
კოვიდის და D ვიტამინის ურთიერთქმდების შესახებ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი კველვა არსებობს. საუბარია, D ვიტამინსა და გრიპის ვირუსის სიმძიმის (სიკვდილიანობის) შესახებ. მინიმუმ ორმა კვლევამ აჩვენა კავშირი D ვიტამინის დეფიციტსა და კოვიდის მძიმე მიმდინარეობას შორის (რესპირატორული დისტრესი და სიკვდილიანობა). ამიტომ, თუ იცით რომ D ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, განაგრძეთ ვიტამინის მიღება, სხვა შემთხვევაში დაელაპარაკეთ მკურნალ ექიმს.
თუ თქვენ კოვიდ-დადებითი აღმოჩნდით ან საეჭვო პაციენტის მომვლელი, გაიკეთეთ ნიღაბი პაციენტთან კონტაქტისას, ხშირად დაიბანეთ ხელები. თუ არის საშუალება, სასურველია პაციენტს ჰქონდეს გამოყოფილი ოთახი, სააბაზანო, თეთრეული და ჭურჭელი, რომელიც ცალკე გაირეცხება და ზედაპირები გასუფთავდება სადეზინფექციო საშუალებით, რეზინის ხელთათმანის გამოყენებით. ბუნებრივია მნახველის ვიზიტი ამ დროს არ უნდა მოხდეს.
არცერთი ტესტი და არც ერთი ექიმი სრულყოფილი არ არის! თუ თქვენ გქონდათ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან და გაქვთ ტიპიური სიმპტომები, უარყოფითი ტესტის შემთხვევაშიც ეს რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვათ.

გაზიარება
კომენტარები
POST
POST