აშშ-ში ექიმთა 60% უარს აცხადებს COVID19-ის წინააღმდეგ  აცრაზე!

აშშ-ში ექიმთა 60% უარს აცხადებს COVID19-ის წინააღმდეგ აცრაზე!

ერიკ რუბინი, მსოფლიოს ამ ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ინფქეციონისტი გახლავთ. ეს ერთ-ერთი იმათგანი იყო, რომელიც იკვლევდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსის სწრაფი გავრცელების მიზეზებს. პანდემიის დასაწყისში, ალბათ ყველას კარგად გვახსოვს კოვიდით დაინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად აჭარბებდა არა მხოლოდ მსგავსი მასშტაბის ქვეყნებში პანდემიის გავრცელებას და სიკვდილიანობას (მაგ. კანადა) არამედ ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც ბევრად უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ჩინეთთან (მაგ. სინგაპური ან სამხრეთ კორეა). 

უზუსტესი კვლევის შედეგად ძალიან უცნაური მაჩვენებელი დაიდო - ადეკვატური რაოდენობით, რომლის ნამდვილი მეტრი არის არა ტესტირების აბსოლუტური რიცხვი, არამედ ჩატარებული ტესტების დადებითი პროპორცია (მაგალითისთვის, 500 დადებითი 8 000 ჩატარებულ ტესტზე უდრის 6%-ს, სასურველია 10%-ზე დაბალი მაჩვენებელი), ამერიკა ეთიოპიის და ყაზახეთზე ქვემოთ აღმოჩნდა

ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ საცინად აიგდეს ნიღბების ტარება და დისტანცირების მნიშვნელობა. ვაქცინაციის პოლიტიზირებით და წამყვანი მეცნიერების რეკომენდაციების უგულვებეყოფით საზოგადოება ორად გაყო და მათ შორის თვითონ სამედიცინო წრეებში პესიმიზმს დაუდო საფუძველი. გამოკითხულ სამედიცინო მუშაკთა 60%-ზე მეტი სკეპტიკურად უყურებს და არ აპირებს რომ თავად აიცრას კოვიდის წინააღმდეგ Medscape-ს გამოკითხვის მიხედვით.

ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ინფექციონისტისთვის, მამუკა მაჩაიძისთვის პანდემიასთან ბრძოლის მაგალითი არის იაპონიის მოდელი და არა შვედეთის ან ამერიკის. და აი, რატომ! მოგეხსენებათ, იაპონია არის ქვეყანა, რომელშიც მსოფლიოში ხანდაზმულების ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს. გარდა ინტენსიური ტესტირების და კონტაქტების ძიებისა, იაპონიამ პანდემიასთან წარმატებით ბრძოლა მოახერხა იმით, რომ მათი კულტურა სხვაზე ზრუნვის და სხვისი არ შეწუხების კოზირად გამოიყენა, ხალხმა ინდივდუალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ზუსტადაც ნიღბის ტარებით დრაკონული ზომების გარეშე რიცხვები ქვემოთ ჩამოიყვანა.
ამით მან დაამტკიცა, რომ ხალხის შეკრების შემთხვევაში (საპროტესტო აქციისთვის, პარტირული ღონისძიებებისთვის, ფეხბურთის საყურებლად თუ კონცერტის ჩასატარებლად), თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს ნიღბების ტარება, დისტანციის დაცვა, რითიც მაგალითს მივცემთ სხვებს.
არადა, ეს საკმაოდ მარტივად შესასრულებელი რეკომენდაციებია, რომელიც საზოგადოების კიდევ უფრო დაყოფისგან დაგვიცავს, ხელს შეუშლის სოციალური უთანასწორობის გაღრმავებას და ექიმების დემონიზებას. რომ აღარაფერი ვთქვა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ზარალზე.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST