10+ ფაქტი - მარიხუანას ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე

10+ ფაქტი - მარიხუანას ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე

2017 წლიდან მარიხუანა აშშ-ში ისევე მარტივად იყიდება, როგორც პიცა. კოლორადოსა და ორეგონის შტატებში კანაფის მაღაზიებმა „სტარბაქსის“ გაყიდვას გადააჭარბა, კალიფორნიასა და მასაჩუსეტსის ბინადრებს კი შეუძლიათ სამედიცინო მარიხუანა პირდაპირ სახლში „გამოიძახონ“.
მარიხუანა დღეს დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში ლეგალურად ხელმისაწვდომია, ამიტომაც მის დადებით და უარყოფით მხარეებს კიდევ უფრო მეტი მეცნიერი იკვლევს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მცენარის ეფექტების სრულად დადგენა კვლავ ვერ მოხერხდა.
გასული წლის იანვარში, მეცნიერების, საინჟინრო და მედიცინის ეროვნულმა აკადემიამ კანაფის ეფექტის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ამ ეტაპისთვის ყველაზე ახალი და სრულყოფილია.
ანგარიშს საფუძვლად დაედო ძალიან ბევრი ცნობილ უნივერსიტეტში ჩატარებული 10 000-ზე მეტი კვლევა, ანალიზი და 100-მდე დასკვნა.

მარიხუანას შეუძლია ხანმოკლე გულის აჩქარება გამოიწვიოს

მარიხუანას ჩასუნთქვის შემდეგ, რამდენიმე წუთის განმავლობაში, თქვენი გულის ცემა 20-50 დარტყმით გაიზრდება. ნარკოტიკის მოხმარების ეროვნულ ინსტიტუტზე დაყრდნობით, ეს შესაძლოა 20 წუთიდან 3 საათამდე გაგრძელდეს.
მიუხედავად ამისა, ეროვნული აკადემიების ანგარიში არ შეიცავს საკმარის მტკიცებულებებს იმის დასასაბუთებლად, რომ მარიხუანას მოწევა გულის შეტევას იწვევს.

მარიხუანას დამოკიდებულება გულის აჩქარებასთან შესაძლოა სისხლის წნევასაც უკავშირდებოდეს, თუმცა ამ ბმას უკეთ დადასტურება სჭირდება

აგვისტოში, პრევენციული კარდიოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევაში საუბარი იყო, რომ მარიხუანას მწეველებს სისხლის მაღალი წნევით სიკვდილის 3-ჯერ მაღალი შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც არასდროს მოუწევიათ ის.
კვლევა მარიხუანას მომხმარებელში გულისხმობს არა ინტენსიურ მწეველებს, არამედ ყველას, ვისაც ოდესმე მოუწევია კანაფი.
თუმცა მაიოს კლინიკის კვლევაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, კანაფის მოხმარებას სისხლის წნევის შემცირება შეუძლია.

მარიხუანას მოწევას აქვს გარკვეული გავლენა ფილტვებზე, მაგრამ ფილტვის კიბოს გამოწვევის რისკი დადასტურებული არ არის

კანაფის რეგულარულ მომხმარებლებს ქრონიკული ბორნქიტის მეტი შანსი აქვთ. აღსანიშნავია, რომ კვლევების თანახმად მოწევის შეწყვეტა სიმპტომებს ამცირებს.
მიუხედავად ამისა, მკვლევართა გასაოცრად, სიგარეტის მოწევისგან განსხვავებით, ფილტვისა და კისრის კიბოსთან კანაფის მოწევის კავშირი არ დასტურდება.

მარიხუანას ტკივილის ზოგიერთი სახეობის შემცირება შეუძლია

მარიხუანა შეიცავს კანაბიდოლს ან CBD-ის, ქიმიურ ნივთიერებს, რომელიც მას საშუალებას აძლევს ადამიანის ორგანიზმზე თერაპიული გავლენა იქონიოს, შეამციროს ტკივილი და ასევე ბავშვთა ეპილეფსიის ზოგიერთი სახეც კი განკურნოს.
ტკივილი არის სწორედ იმის მიზეზი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სამედიცინო მარიხუანას უკვეთავს.

მარიხუანა შესაძლოა ეპილეფსიით დაავადებულთათვის სასარგებლო იყოს

„აშშ-ს სურსათზე ზედამხედველობის და წამლების კონტროლის ასოციაციამ“ შესაძლოა დაუშვას ეპიდიოლექსის რელიზაცია, რომელიც cbd-ს შეიცავს და მოიხმარება ბავშვთა ეპილეფსიის მკურნალობისთვის, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. ამ წამლის მწარმოებელი კომპანია, სახელად GW Pharma, იკვლევს GBD-ს პოტენციურ გამოყენებას დავერტის სინდრომით დაავადებულთა სამკურნალოდ, რომელიც ეპილეფსიის იშვიათ, განუკურნებელ ფორმას მიეკუთვნება.

მარიხუანა და წამალდამოკიდებულება შესაძლოა კავშირში იყოს

დიახ, მარიხუანა და წამალდამოკიდებულება შესაძლოა კავშირში იყოს. 2017 წლის სექტემბერში ამერიკელ სამედიცინო დირექტორთა ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, შეიძლება ითქვას, რომ მარიხუანა ადამიანებს უფრო ძლიერი ზემოქდების, სხვა წამლებისთვის თავის დანებებაში ეხმარება. 5 წლიანი კვლევა 125 მონაწილეზე ჩატარდა. ყველა მონაწილეს ქრონიკული ტკივილები აწუხებდა. კვლევის ყოველმა მესამე მონაწილემ მარიხუანას მოხმარების შემდეგ სხვა წამლების მიღება შეწყვიტა.

მკვლევართა აზრით, მარიხუანას ლეგალიზაცია პაციენტებს დაეხმარება „საშიშ“ მედიკამენტებზე აღარ იყვნენ დამოკიდებულნი. საქმე იმაშია, რომ წამლის დოზის გადამეტება აშშ-ში 50 წლამდე ადამიანებში სიკვილის ყველაზე ხშირი გამომწვევია.

მარიხუანა შესაძლოა ადამიანებს ინსულტისგან იცავდეს

2017 წლის აგვისტოს თვეში ნეიროფსიქოფარმაკოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ კანაფის მომხმარებლებს ინსულტის დაბალი შანსი აქვთ.
ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანაფის ქრონიკულ მომხმარებლებს სისხლის სწრაფი დინება აქვთ და მათი ტვინი უფრო მეტ ჟანგბადს იღებს, ვიდრე არამომხმარებლები. სწორედ ეს ამცირებს ინსულტის რისკს.

მარიხუანამ, შესაძლოა, თქვენი მეხსიერება გააუარესოს

მარიხუანას მოხმარებამ, შესაძლოა, შეცვალოს თქვენ ტვინში ინფორმაციის შენახვის უნარები, მაგრამ მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს, ეს როგორ ხდება.
მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მარიხუანას მოხმარება ზრდის იმის რისკს, რომ მეხსიერება მოკლევადიანი გახდეს. მკვლევარები ამის უკვე ბევრ შემთხვევებს აწყდებიან, თუმცა ის, რომ მარიხუანა მეხსიერების გაუარესების რისკებთანაა დაკავშირებული, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის რისკის გამომწვევი თავადა არის.

ზოგიერთ ადამიანში მარიხუანამ, შესაძლოა დეპრესიის რისკი გაზარდოს

აი, ამას მეცნიერები მთლად დაზუსტებით ჯერ ვერ ამბობენ, თუმცა 2011 წლის კვლევის თანახმად, იმ ადამიანებს, რომლებიც ისედაც არიან დეპრესიისკენ მიდრეკილნი, მარიხუანა ამ დაავადების რისკს კიდევ უფრო მეტად უზრდით.

კანაფის მოხმარებას მკვლევარები შიზოფრენიასთანაც აკავშირებენ

ახალი კვლევების მიხედვით, მარიხუანას მოხმარება შიზოფრენიის განვითარების რისკს ზრდის.

მარიხუანა შესაძლოა საძინებელში სასწაულმოქმედი წამალიც იყოს

2017 წლის ოქტომბერში „სექსუალური მედიცინის ჟურნალში“ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მარიხუანას მომხმარებლებს 20%-ით მეტი სექსი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც მას არ მოიხმარენ. სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ამის შესახებ კვლევა 25-დან 45 წლამდე ასაკის 50 000 ამერიკელზე ჩაატარეს.

არსებობს მტკიცებულებები, რომ ორსულობაში მარიხუანა ნეგატიურ ეფექტებს იწვევს

კვლევების მიხედვით, მარიხუანას მომხმარებელთა შვილები პატარა წონისანი იბადებიან.

მარიხუანას შესახებ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს, რა გავლენა აქვს მას ადამიანის ტვინსა და სხეულზე. მეცნიერთა აზრით, ამისთვის კიდევ ბევრი კვლევა არის საჭირო.


გაზიარება
კომენტარები
POST
POST